ავიზო "Commandant Ducuing" -ის ბათუმის პორტში შესვლა

JPEG
საფრანგეთ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლის ორშაბათს, 31 ოქტომბერს 2 ნოემბრის ოთხშაბათის ჩათვლით, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ავიზო"Commandant Ducuing" 103 კაციანი ეკიპაჟით, ბათუმის პორტში შევიდა. ბოლო ორი წლის მანძილზე ეს ამ ტიპის რიგით მეორე შემოსვლაა. 2005 წლის 10 ოქტომბრიდან ფრანგული ავიზო ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის პატრულირებაში მონაწილეობს.

თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ოქრუაშვილმა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, ბატონ ლევან ვარშალომიძის თანხლებით, ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, ბათუმში, მონაწილეობა მიიღო შუა ზღვაში ფრანგულ ავიზოზე განხორციელებულ საჩვენებულ გასროლებში.

ბათუმის პორტში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შედგა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო ქართველ მაღალჩინოსნებთან. ავიზო დაათვალიერებინეს აგრეთვე კადეტებს, სტუდენტებსა და რამდენიმე სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებს .
JPEG
დახვედრის ცერემონიალი გაიმართა ორშაბათს, 31 ოქტომბერს, საფრანგეთის ელჩის, მისი აღმატებულება , ფილიპ ლეფორისა და მესამე რანგის კაპიტნის, ბატონ გ. ვეტრიაკოვის თანდასწრებით.

იმავე დღეს, ავიზოს მესამე რანგის კაპიტნის, ფრანსუა-ქსავიე პოლდერმანის მიერ, ბათუმის უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე "საზღვაო დაცვა".

2005 წლის 1 ნოემბერს ავიზოს ოფიცრები ეწვივნენ ფოთის საზღვაო ბაზას.

მსოფლიოს ყველა ზღვაში მუდმივად იმყოფება საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი 35 ხომალდი, 12 საფრენი აპარატი, ხოლო სალ მცირე 1 ატომური რაკეტმზიდი წყალქვეშა გემი კი პატრულირების ამოცანას ასრულებს.
JPEG
- ფოტოები მოგვაწოდა აჭარის მთავრობის პრესის სამსახურმა და ავიზო "Commandant Ducuing"-მა

publie le 06/01/2006

hautdepage