ბატონ ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტი საქართველოში

საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ბატონი ჟან-ივ ლე დრიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს 2016 წლის 10 – 12 სექტემბერს.

ეს საფრანნგეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში.

შაბათს, პირველ შეხვედრას იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბატონ ლევან იზორიასთან გამართავს, შემდეგ კი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

კვირას, 11 სეატემბერს, მას საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს. შეხვედრის შემდეგ იგი დაესწრება ოფიციალურ ვახშამს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად.

12 სექტემბერს, ბატონი ლე დრიანი გაემგზავრება საჩხერეში სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილის აღსანიშნავად, რომელიც ფრანგული მხარის მიერ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით იქნა დაარსებული.

საჩხერიდან დაბრუნების შემდეგ, მას საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. ამ შეხვედრის შემდეგ, ბატონი ლე დრიანი გადასცემს მედლებს იმ ქართველ სამხედროებს რომლებიც ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი სამხედროების გვერდით მსახურობდნენ.

publie le 14/09/2016

hautdepage