გამარჯვებისა და მშვიდობის დღის აღნიშვნა

11 ნოემბერი, 1918 წლის ზავისა და საფრანგეთისათვის თავშეწირულთათვის პატივის მიგების დღე ყველგან აღინიშნება საფრანგეთში გამარჯვებისა და მშვიდობის ეროვნული დღის სახით. ქვემოთ მოყვანილია თავდაცვის მინისტრთან არსებული ყოფილი მებრძოლებისა და ხსოვნის დარგში სახელმწიფო მდივნის, ჟან-მარკ ტოდეშინის მიმართვა მებრძოლებისადმი :

გამარჯვებისა და მშვიდობის დღის აღნიშვნა და პიტივის მიგება მათთვის, ვინც საფრანგეთის შესწირა თავი თავდაცვის მინისტრთან არსებული ყოფილი მებრძოლებისა და ხსოვნის დარგში სახელმწიფო მდივნის მიმართვა
2016 წლის 11 ნოემბერი

1918 წლის 11 ნოემბერი მოასწავებდა ბრძოლების დასრულებას, რისი იმედი ცოტას თუ ქონდა. ეს თარიღი ასრულებდა გარდაცვლითა, დაჭრილთა, დასახიჩრებულთა, ტრავმამიღებულთა, ქვრივებისა და ობლების გრძელ პროცესიებს, რომლებიც თან სდევდა « დიდ ომს » ოთხი წლის განმავლობაში. პირველი მსოფლიო ომის ასი წლისთავი ფრანგებისათვის წარმოადგენს შემთხვევას, პატივი მიაგონ ამ დღეს განსაკუთრებული ემოციით, ვინაიდან ეს ისტორი გადაჯაჭვულია თვითეული ჩვენგანის ოჯახის ისტორიასთან.

აღვნიშნოთ 11 ნოემბერი, ნიშნავს მოვიგონოთ, პატივი მივაგოთ გარდაცვლილებს და გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება. 2017 წელი ამის კიდევ ერთ საშუალებას მოგვცემს მაშინ, როცა ვემზადებით, გავიხსენოთ « შმენ დე დამ »-ის შეტევა, დავუდასტუროთ ჩვენი მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც ომში ჩაერთვნენ 1917 წლის 6 აპრილს და კანადელებს, რომელთაც თავი გამოიჩინეს იმავე წლის 9 აპრილს, « ვიმის » აღების დროს.

პატივი მივაგოთ 11 ნოემბერს, ასევე ნიშნავს გავითავისოთ ამ ომისგან მემკვიდრეობად მიღებული ყოფილი მებრძოლების უფლებები, ისევე როგორც მათი დახმარებისა და თანადგომის სისტემა.

1916 წელს, ჯერ კიდევ ბრძოლების დროს დაარსებული « დაჭრილთა ეროვნული ბიურო », რომელიც გარდაიქმნა « ყოფილი მებძოლებისა და ომის მსხვერპლთა ეროვნულ ბიუროდ » და რომლის ასი წლისთავსაც წელს აღვნიშნავთ, ყოველთვის, ერთი საუკუნის შემდეგაც კი, ასრულებს თავის ისტორიულ მისიას, რაც მდგომარეობს, მებრძოლთა მთელი თაობებისადმი, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული საგარეო ოპერაციებამდე, ინდოჩინეთსა თუ ჩრდილოეთ აფრიკაში მებრძოლი ჯარისკაცებისადმი გამოხატულ მადლიერებისა და სოლიდარობის გრძნობასა და რეპარაციებში.

საგარეო ოპერაციების დროს საფრანგეთისათვის დაღუპულთა მიმართ ყოველ 11 ნოემბერს მიგებული პატივის უკვდავსაყოფად, რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღიმართოს მონუმენტი, რომლის აშენება დაიწყება პარიზში, 2017 წელს, იმ ქალებისა და მამაკაცების საპატივსაცემოდ, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ჩვენი ქვეყნისა და მისი ღირებულებების დასაცავად. ეს მომავალი ეროვნული ხსოვნის ძეგლი მიზნად ისახავს, დაუდასტუროს მებრძოლთა ახალგაზრდა თაობებს ერის სამარადჟამო მადლიერება და შეახსენოს ფრანგებს, რომ მათი თავისუფლება იმ ქალებისა და მამაკაცების დამსახურებაა, რომლებიც მზად არიან ის დაიცვან, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.

ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ეს იცოდნენ და გააგრძელონ მათთვის პატივის მიგება.

publie le 05/12/2016

hautdepage