დახასიათება, კოორდინატები, სამუშაო საათები

გუნდი, სამუშაო საათები და საკონტაქტო ინფორმაცია :

საკონსულოს დაფარვის ოლქი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

სინდი სკრივენი, კონსული, კანცელარიის უფროსი cindy.scriven@diplomatie.gouv.fr

ემანუელ ბიშო, ვიცე-კონსული, ვიზებზე პასუხისმგებელი პირი, სამოქალაქო რეესტრი emmanuelle.bichot@diplomatie.gouv.fr

საფრანგეთს არ ჰყავს საპატიო კონსული საქართველოს რეგიონებში.

სავიზო სამსახური

მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზების მოთხოვნის ჩასაბარებლად შეხვედრას ნიშნავს სამსახური, რომელთან დაკავშირებაც შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შემდეგ ნომერზე : 0 900 00 70 33.

საკონსულო სამსახური ინფორმაციას არ გასცემს ტელეფონით. სავიზო დოსიეს შედგენასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემულია ამ ინტერნეტ გვერდზე ვიზები/ფორმალობა საფრანგეთში გამგზავრების მსურველთათვის.

აპლიკაციების შემოტანის შემდეგ საკონსულო სამსახური ინფორმაციას არ გასცემს მათი მსვლელობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, საკონსულო სამსახური თავად უკავშირდება მოქალაქეებს დამატებითი საბუთებისთვის.

საკონსულო სამსახური გაცნობებთ, რომ სავიზო ინფორმაციის მიღება ხუთშაბათობით დროებით გაუქმებულია და საკონსულოში შემოსვლა სავიზო განაცხადთან დაკავშირებით წინასწარი ჩაწერის გარეშე შეუძლებელია

საფრანგეთის მოქალაქეების მომსახურება

საკონსულო მოქალაქეებისათვის ღიაა 9სთ-დან 11სთ30წთ-მდე და 12სთ30წთ-დან 14სთ30წთ-მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

საფრანგეთის მოქალაქეთა რეესტრში დასარეგისტრირებლად, სამოქალაქო აქტების, პირადობის მოწმობისა და პასპორტისათვის, გთხოვთ გაუგზავნოთ წერილი იმეილით შეხვედრის დასანიშნად ქ-ნ ემანუელ ბიშოemmanuelle.bichot@diplomatie.gouv.fr (პასპორტი, პირადობის მოწმობა, საფრანგეთის მოქალაქეთა რეესრში დარეგისტრირება, დაბადება, მოქალაქეობა) და ქ-ნ სინდი სკრივენსcindy.scriven@diplomatie.gouv.fr
(ქორწინება, ლეგალიზაცია, განქორწინება).

საკონტაქო ინფორმაცია და ადგილმდებარეობის გეგმა :

მისამართი : კრწანისის ქუჩა 49, თბილისი 0114
ტელ : 272 14 90- საფრანგეთიდან (995 32) 272 14 90
ფაქსი : 272 13 55- საფრანგეთიდან (995 32) 272 13 55
ელექტრონული ფოსტა : www.contact.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr

გადაუდებელი დახმარების ნომერი განკუთვნილია მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული სასწრაფო შემთხვევებისთვის (ღამის საათები, შაბათი-კვირა და დასვენების დღეები) ; გთხოვთ იხილოთ « sécurité-protection des Français».

ადგილმდებარეობის გეგმა :

არასრულწლოვანი მოსწავლე - BMP

სარჩევი

publie le 13/02/2017

hautdepage