დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა

2016 წლის 20 ოქტომბერს, გაიმართა შეხვედრა საფრანგეთის ელჩ - პასკალ მენიესა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს - გელა დუმბაძეს შორის. ძირითადი სასაუბრო თემა გახლდათ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის საკითხი.

იქმნება ახალი მისია ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მეთაურობით. მისიის მთავარი მიზანი იქნება ლევილის მოწყობა დიდ სამეცნიერო-კულტურულ კერად, რომელიც მიიღებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებსა და ხელოვანებს.

გელა დუმბაძემ ასევე ისაუბრა დიასპორის თემაზე დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც 17 და 18 ნოემბერს გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი პირველი ნაწილი მთლიანად დაეთმობა ლევილის თემას. საფრანგეთის ელჩი კონფერენციაზე საპატიო სტუმრის რანგშია მიწვეული. მასთან ერთად, კონფერენციას დაესწრებიან ლევილის მერი და ქ-ნი ირენ ციციშვილი - საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის მეორე მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი.

JPEG - 64.8 ko
საფრანგეთის ელჩი და სახელმწიფო მინისტრი ლევილის სიმბოლურ გასაღებთან
JPEG - 46.3 ko
შეთანხმების ხელმოწერის ისტორიულ ფოტოსთან
JPEG - 78.7 ko
პასკალ მენიესა და გელა დუმბაძის შეხვედრა

publie le 04/11/2016

hautdepage