დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი იერში

გამოცხადდა იერის დიზაინის საერთაშორისო ფესტივალის კონკურსი, რომელიც ყოველ წელს საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ვილა ნოაის ხელოვნების ცენტრის მიერ ტარდება.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა დიზაინერების გამოვლენა და პარტნიორების მხარდაჭერით მათი დახმარება, სტიპენდიებისა თუ ხელოვანთა რეზიდენციების მეშვეობით.

ყოველ წელს კონკურსი აერთიანებს პრესტიჟულ საერთაშორისო ჟიურის და ახალგაზრდა ტალანტებს სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას მათი საქმიანობის მხარდასაჭერადა და ამ პროფესიის საერთაშორისო მოთამაშეებთან შესახვედრად. კონკურსში მონაწილეებს ასევე ეძლევათ საშუალება წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები საერთო გამოფენაზე, რომელიც ღიაა როგორც პროფესიონალებისთვის ასევე საზოგადოებისთვის.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია (თარიღები, წინა წლების გამარჟვებულები და ჟიურის წევრები) იხილეთ საიტზე www.villanoailles-hyeres.com

PNG

publie le 26/01/2017

hautdepage