ელჩის ვიზიტი გაზეთ ახალ თაობაში

2016 წლის 6 დეკემბერს, ქართულ მედიასთან გამართული შეხვედრების ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი ბ-ნი პასკალ მენიე საქართველოს ყველაზე ძველ გაზეთს - ახალ თაობას ეწვია, სადაც გაესაუბრა მთავარ რედაქტორს - ბ-ნ იოსებ გოგინაშვილს და რედაქტორს - ქ-ნ ლალი ასლანიშვილს.

შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა ახალი თაობის საქმიანობა გახლდათ, რომელიც 1993 წელს - საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ორი წლის შემდეგ დაარსდა.

რედაქციის წევრებმა პრესის თავისუფლების მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საფრანგეთს და ზოგადად - ევროკავშირს. იოსებ გოგინაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახალი თაობა ყოველთვის იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი გაზეთი.

შეხვედრის დასასრულს, საფრანგეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარების საქმეში და გამოხატა განსაკუთრებული პატივისცემა ახალი თაობის საქმიანობისადმი.

JPEG

publie le 14/12/2016

hautdepage