ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2016 წლის 2 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორს - ბატონ გიორგი შარვაშიძეს შეხვდა.

PNGთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს და საერთოდ - მთლიანი რეგიონის ყველაზე ძველი, დიდი და პრესტიჟული უნივერსიტეტია.

შეხვედრაზე განიხილეს „Erasmus+“-ის ფარგლებში განხორციელებული სტუდენტური და პროფესორული გაცვლითი პროგრამების რაოდენობის გაზრდის საკითხი, ისევე როგორც ისაუბრეს ახალი საერთო სასწავლო კურსების შექმნაზე საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვან დარგებში: ტურიზმში, სოფლის მეურნეობასა და მაღალ ტექნოლოგიებში.

publie le 18/11/2016

hautdepage