ელჩის ვიზიტი რადიო თავისუფლების თბილისის ოფისში

ელჩის ვიზიტი რადიო თავისუფლების თბილისის ოფისში

2016 წლის 3 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე რადიო თავისუფლების თბილისის ოფისის ხელმძღვანელს, ქალბატონ მარინა ვაშაყმაძეს ესტუმრა.

საუბარი წარიმართა როგორც რადიო თავისუფლების საქმიანობაზე საქართველოში, ასევე ზოგადად - ქვეყანაში არსებულ სიტყვის თავისუფლების ხარისხსა და პრესის დამოუკიდებლობის საკითხებზე.

მარინა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას მთელს მსოფლიოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ კი საქართველოში, მედიისა და სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ელჩმა ღიად გამოხატა აღფრთოვანება იმ საქმიანობისადმი, რასაც რადიო თავისუფლება ათწლეულების მანძილზე ეწევა რეგიონში.

პასკალ მენიემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დამოუკიდებელი მედიის განვითარებას საქართველოში .

JPEG - 74.7 ko
ბ-ნი პასკალ მენიე და ქ-ნი მარინა ვაშაყმაძე
JPEG - 99.6 ko
ვიზიტი რადიო თავისუფლების თბილისის ოფისში

publie le 18/11/2016

hautdepage