ვარჯიში - საგზაო შემთხვევის სიმულაცია

საფრანგეთის საელჩოს მიერ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებიდან მნიშვნელოვანი მიმართულება განკუთვნილია საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მხარდაჭერისათვის.
JPEG

საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის რეფორმის მხარდასაჭერი რეგიონალური პროექტი დაიწყო 2006 წლის მარტში. საქმე ეხება დისტანციურ სწავლებას (ე-ლეარნინგ), რომელიც ხორცილდება ფრანგი ინსტრუქტორების მიერ საფრანგეთის სამხრეთში მდებარე მეხანძრე-მაშველთა სკოლიდან. დისტანციური სწავლებისთვის გამოყენებული მეთოდები, რომლებიც სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენებას მოითხოვს, საშუალებას იძლევა ჩატარდეს დისტანციური სწავლება ქართული მხარის მიერ შერჩეულ სხვადასხვა თემატიკაზე (ადამიანების დახმარება, ქიმიური რისკები, რადიოლოგიური რისკები..) საქართველოს რამდენიმე ქალაქი -თბილისი, ბათუმი, ქუთაისი აღიჭურვება შესაბამისი მოწყობილობით, აღნიშნული დისტანციური სწავლების ჩასატარებლად.
JPEG

ამჟამად ხორციელდება პრაქტიკული სწავლება საგზაო სამაშველო სფეროში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის საწვრთნელ ბაზაზე (თბილისის ზღვასთან). სამი ფრანგი მეხანძრე - მაშველი იმყოფება საქართველოში 10-23 აპრილს, რათა მოამზადონ ქართველი მაშველები მძიმე საგზაო შემთხვევის დროს რეაგირებისათვის (დაშავებულის გამოყვანა, რომელიც მოითხოვს ავტომანქანის დაჭრას).
JPEG

პირველი კვირის განმავლობაში ოცი ქართველი მაშველი მომზადდა საგზაო შემთხვევის დროს რეაგირებისათვის (საგზაო შემთხვევის ადგილის შემოფარგვლა, მანქანის დამაგრება, დაჭრა და დაშავებულების გამოყვანა, პირველადი დახმარების აღმოჩენა).

მეორე კვირის განმავლობაში თორმეტმა მაშველმა გაიარა ინსტრუქტორებისთვის განკუთვნილი დამატებითი სწავლება. შეძენილ ცოდნას ისინი შემდგომში ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ.

საგზაო შემთხვევის სიმულაცია გათვალისწინებულია ხუთშაბათს, 20 აპრილს, საგზაო შემთხვევის დროს მონაწილე მხარეების კერძოდ : პოლიციის, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების (03) და მეხანძრეების უკეთესი კოორდინაციის მიზნით.
JPEG

საგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც არსებობენ დაშავებული ადამიანები, მოითხოვს კომპეტენტური მაშველების რეაგირებას. მასში მონაწილე ყველა მხარის საუკეთესო კოორდინაცია მოგვცემს საშუალებას ვიხსნათ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე.

publie le 03/05/2006

hautdepage