ვიზა ლიბერალიზაცია

ამა წლის 28 მარტიდან, ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი საქართველოს მოქალაქეები, შენგენის სივრცეში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზოდ შეძლებენ გადაადგილებას.

2017 წლის 1 მარტს, ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველო 539/2001 წესდების „დანართ N°1“-დან (ქვეყნები, რომელთაც სჭირდებათ ვიზები) „დანართ N°2“-ში (ქვეყნები, რომლელთაც არ სჭირდებათ ვიზები) გადავიდა. გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა და ის ძალაში 2017 წლის 28 მარტიდან შევა.

შესაბამისად, 28 მარტიდან, ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს (ბოლო 10 წლის მანძილზე აღებული პასპორტი), შეეძლებათ შენგენის ზონაში მოკლე ვადიანი ვიზიტების უვიზოდ გამხორციელება.

მათ ექნებათ უფლება დარჩნენ 90 დღით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, იქნება ეს ტურისტული, მეგობრული თუ ოჯახური ვიზიტები, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებები, შეხვედრები ბიზნეს პარტნიორებთან, მონაწილეობა გამოფენა-გაყიდვებსა თუ სხვადასხვა სალონებში (როგორც სტუმრის, ასევე მონაწილის რანგში), რეპორტაჟები, სამეციდინო კონსულტაციები, სამ თვეზე ნაკლები ხანგრძლივობის სტაჟები თუ ტრენინგები. საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ჯერ არ აქვთ ბიომეტრიული პასპორტები, აუცილებლად დასჭირდებათ მათი აღება.

საჭიროა დავაზუსტოთ, რომ 90 დღეზე ნაკლები დროით დარჩენის შემთხვევაში შემოღებული უვიზო რეჟიმი, საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლის ავტომატურ და უპირობო უფლებას არ იძლევა: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეძლონ და წარუდგინონ სასაზღვრო პოლიციას სხვადასხვა საჭირო საბუთები, რომლებიც მათი მოგზაურობის მიზანს და საარსებო საშუალებებს დაადასტურებს. ასეთი საბუთებია:

  • თვითმფრინავის ბილეთები ორივე მიმართულებით;
  • სასტუმროს ჯავშანი ან საცხოვრებლის დამადასტურებელი სხვა საბუთი;
  • კომპანიის ან ორგანიზაციის ოფიციალური მოწვევა კონფერენციაში მონაწილეობის, გასაუბრებაზე დაბარების, შეხვედრის ან სხვა მიზნის შესახებ;
  • სტაჟსა თუ ტრენინგზე ჩაწერის დამადასტურებელი საბუთი;
  • საჭირო ფინანსური რესურსების დამადასტურებელი საბუთი (ბოლო სამი თვის ბანკის ამონაწერი, დამფინანსებლის შემთხვევაში, დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი და ა.შ.)

სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა არ არის სავალდებულო, თუმცა ძლიერ რეკომენდირებულია.

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 180 დღის განმავლობაში 90 დღეზე მეტ ხანს გაატარებს საფრანგეთში, გადაცდენილი დღეები არალეგალურად ჩაეთვლება.

საფრანგეთში მოკლე ვადიანი უვიზო ვიზიტის დროს, შეუძლებელია ადგილზევე აიღოთ ხანგრძლივი ვიზა: ასეთ ვიზას მხოლოდ უცხოეთში, საფრანგეთის საკონსულეობში გასცემენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ინტერნეტში განთავსებული ხშირად დასმული შეკითხვები და მათი პასუხები, ან მოგვწერეთ საფრანგეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტში: contact.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr

PDF - 76 ko
ხშირად დასმული შეკითხვები

publie le 16/03/2017

hautdepage