ვიზის ტარიფები

სავიზო აპლიკაციის შემოტანისას სავალდებულოა საბუთების შესწავლის გადასახადის გადახდა.

აღნიშნული თანხა უნდა გადაიხადოთ ლარებში, მხოლოდ საელჩოში, სავიზო აპლიკაციის შემოსატანად დანიშნული შეხვედრის დროს.

დოსიეს დარეგისტრირება მოხდება მხოლოდ საბუთების შესწავლის გადასახადის გადახდის შემდეგ.

გადასახადი არის დოსიეს განხილვისთვის. როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, თანხა არ ანაზღაურდება.

ტარიფები, რომელთა გადახდაც სავალდებულოა ლარებში საელჩოს კანცელარიის მოქმედი კურსის შესაბამისად, შემდეგია :

მოკლევადიანი ვიზების შემთხვევაში :

ტარიფი შეთანხმების შედეგად (საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის ან რუსეთის მოქალაქეებისათვის) : 35 ევრო ლარებში საელჩოს კანცელარიის მოქმედი კურსის შესაბამისად (გარდა ტარიფისგან გათავისუფლების შემთხვევებისა).
ჩვეულებრივი ტარიფი (სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის) : 60 ევრო ლარებში საელჩოს კანცელარიის მოქმედი კურსის შესაბამისად.

მოკლევადიანი ვიზის ტარიფისგან გათავისუფლების ძირითადი შემთხვევები :

• პენსიონერი საქართველოს მოქალაქე პენსიის დამადასტურებელი საბუთის წარდგენით
• ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მშობელი, შვილი ან მეუღლე საცხოვრებლის (ბინადრობის მოწმობა და მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი) და ნათესაობის (სამოქალაქო აქტები) დამადასტურებელი საბუთების წარდგენის საფუძველზე
• 12 წლამდე ასაკის ბავშვები
• ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნების (მათ შორის საფრანგეთის) მოქალაქის მეუღლე
• ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნების (საფრანგეთის გარდა) მოქალაქის 21 წლამდე შვილი
• სამსახურებრივი პასპორტის მფლობელი

გრძელვადიანი ვიზების შემთხვევაში : 99 ევრო ლარებში საელჩოს კანცელარიის მოქმედი კურსის შესაბამისად.

გრძელვადიანი ვიზის ტარიფისგან გათავისუფლების ძირითადი შემთხვევები :

• საფრანგეთის მოქალაქის მეუღლე
• საფრანგეთის მთავრობისა და Tempus-ის და Erasmus Mundus-ის პროგრამების სტიპენდიანტები
• მეცნიერი სამეცნიერო ხელშეკრულებით (Convention d’accueil) გაფორმებული სამეცნიერო ან სასწავლო დაწესებულებასთან

საფრანგეთის მოქალაქის მიერ შვილად აყვანის ვიზა : 15 ევრო ლარებში საელჩოს კანცელარიის მოქმედი კურსის შესაბამისად.

საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორიული ერთეულების ვიზა: 9 ევრო ლარებში საელჩოს კანცელარიის მოქმედი კურსის შესაბამისად.

მოქალაქეებს ვთხოვთ იქონიონ თანხის ზუსტი ოდენობა.

publie le 13/01/2015

hautdepage