სამხედრო მისია

გუნდი
- ვიცე-პოლკოვნიკი, ოლივიე მადიო, საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, სომხეთში (არარეზიდენტი) და აზერბაიჯანში (არარეზიდენტი)
- მაიორი კლერ ბერტო, თავდაცვის ატაშეს მოადგილე
- მიჩმან-ლეიტენანტი კატრინ გუტერო, თავდაცვის ატაშეს ასისტენტი
- ქ-ნი ანა ბერიაშვილი, ასისტენტი/თარჯიმანი
- ბ-ნი ნუგზარ ოქრომჭედლიშვილი, მძღოლი

კოორდინატები
კრწანისის ქ. 49, თბილისი 0114
ტელ : (995 32) 272 13 98 ; 272 13 93
ფაქსი : (995 32) 272 13 95
ელ. ფოსტა : defense.secretariat@gmail.com

ფუნქციები :
თავდაცვის მისია :

- ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ;
- დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელისათვის ასრულებს თავდაცვის საკითხებში მრჩევლისა და ექსპერტის როლს.

თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობა ხორციელდება ოთხი ძირითადი მიმართულებით :

1. ქართული სამთო მომზადების გამოცდილების შექმნა საჩხერეს სამთო მომზადების სკოლაში.
2006 წლიდან მოყოლებული ვარს-გრენობლის სამთთო ქვეითთა 27-ე ბატალიონის ტექნიკური მომზადების ქვედანაყოფები და შამონის სამთო მომზადების სკოლის წარმომადგენლები რეგულარულად ჩამოდიან საჩხერეში რათა გადაამზადონ საქართველოს სახმელეთო ძალების სამთო ინსტრუქტორები. 2008 წლიდან ქართველი ინსტრუქტორები გადიან სტაჟირებებს შამონის სამთო მომზადების სკოლაში.

2. საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში.
2009 წლის 17 ნოემბერს, სენაკის 23-ე ქვეითი ბატალიონის ასეული გაემგზავრა ქაბულში, სადაც ის ჩადგა ფრანგული მეთაურობის ქვეშ. ამ ნაწილის მოვალეობაში შედის საერთაშორისო ბანაკის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფა. როტაციის ხანგრძლივობაა დაახლოებით 6 თვე. 2012 წლის განმავლობაში ქართული კონტინგენტი შემცირდა გაძლიერებულ ოცეულამდე (55 კაცი).

3. ქართველი სამხედროების მომზადება საფრანგეთში.
ქართველ ოფიცრებს აქვთ საშუალება გაიარონ სასწავლო კურსები საფრანგეთში კერძოდ, ქვეითთა სკოლაში, გენერალური შტაბის სკოლაში და თავდაცვის სკოლაში.

4. ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობა თავდაცვის სფეროში.
ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ყოველ წელს საქართველოში იგზავნება ფრანგული ენის პედაგოგი თავდაცვის ეროვნული აკადემიის პედაგოგთა ჯგუფის გაძლიერების მიზნით. ის ფრანგული ენის გაკვეთილებს ატარებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში და თავდაცვის სამინისტროშიც.

publie le 20/12/2016

hautdepage