თბილისის მწვანე სახლი

ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე თბილისის მწვანე სახლს ესტუმრა.

მწვანე სახლი თბილისში 2006 წელს დაარსდა - ფრანგი და ქართველი ფსიქოლოგების ერთობლივი ინიციატივითა და ფსიქოანალიტიკოს ფრანსუაზ დოლტოს მიერ 1979 წელს გამოგონებულ მეთოდზე დაყრდნობით.

მწვანე სახლი ბავშვების და მათი მშობლების შეკრების ადგილია. მისი მიზანია ბავშვებში ფსიქოლოგიური პრობლემების შემჩნევა და მათი შემდგომი განვითარების აღმოფხვრა, ასევე ბავშვებში სოციალიზაციის პროცესის გაადვილება და ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის პროფესიონალი ფსიქოლოგების კონსულტაციების შეთავაზება (ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ლოგოპედები). ამ დროისთვის, მსოფლიოში 300-ზე მეტი მწვანე სახლი არსებობს.

JPEG - 74.3 ko
თბილისის მწვანე სახლის თანამშრომლებთან და მათ ფრანგ პარტიორებთან - კატრინ სალადინთან და ოლივიე დუვილთან ერთად

ფრანგი სპეციალისტები ყოველწლიურად ჩამოდიან თბილისში რათა საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ მწვანე სახლის ადგილობრივ გუნდს. ფრანგულ-ქართულმა თანამშრომლობამ, რომელიც უკვე წლებია გრძელდება, სულ ცოტა ხნის წინ შესაძლებელი გახადა პარტნიორული კავშირების დამყარება ფსიქოანალიზის სფეროში პარიზის დიდროს უნივერსიტეტსა და თბილისის ილიას უნივერსიტეტს შორის.

JPEG

2011 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მწვანე სახლს.

JPEG - 82.1 ko
მარცხნიდან მარჯვნივ: კატრინ სალადინი (ფრანგი ფსიქოლოგი), შალვა მამინაშვილი (დოქტორანტი, მწვანე სახლის გუნდის წევრი), პასკალ მენიე და მარინა ტარასაშვილი (თბილისის მწვანე სახლის დირექტორი)

publie le 05/12/2016

hautdepage