თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საფრანგეთში ბინადრობის ბარათით « კომპეტენტურობა და ტალანტი »

- მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ხართ ?
- თქვენი კომპეტენტურობა საუკეთესოდ იქნა აღიარებული ?
- განსაკუთრებული ნიჭით ხართ დაჯილდოებული (ხელოვნება, მაღალი დონის სპორტი და ა.შ.)

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საფრანგეთში ბინადრობის ბარათით « კომპეტენტურობა და ტალანტი ».

ამიერიდან საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იმუშაონ საფრანგეთში 3 წლის განმავლობაში, ერთხელ გაგრძელების უფლებით.

ვის შეუძლია ისარგებლოს ბარათით « კომპეტენტურობა და ტალანტი » ?

- ამ ბარათის მოთხოვნა შეუძლია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა კომპეტენტურობა გამორჩეულია.
- საჭირო კომპეტენტურობის მინიმალური დონეა : ბაკალავრის ხარისხი და პროფესიული მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, ან მაგისტრის ხარისხი და პროფესიული მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, ან დოქტორის ხარისხი.
- ეს ბარათი ვრცელდება ეკონომიკურ, კულტურულ, სპორტულ, ინტელექტუალურ, ჰუმანიტარულ და სამეცნიერო სფეროებზე.
- ბარათის მთხოვნელი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში.

ბარათი « კომპეტენტურობა და ტალანტი »

ბარათის მთხოვნელმა უნდა წარმოადგინოს პროექტი, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საიმიგრაციო კომიტეტი განიხილავს. კომიტეტი იკრიბება პერიოდულად და შეარჩევს აღნიშნული ბარათის ლაურეატებს. წლიურად გასაცემი ვიზების რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია.

განაცხადის წარდგენა :

დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს საფრანგეთის გრძელვადიან ვიზაზე და, ამავდროულად, სავიზო სამსახურში წარადგინოს თავისი კანდიდატურა ბარათისთვის « კომპეტენტურობა და ტალანტი ».

ყურადღება : პიროვნებებმა, რომლებიც ფლობენ ჯერ კიდევ მოქმედ საფრანგეთის ბინადრობის ბარათს, განაცხადი უნდა გააკეთონ საფრანგეთში მათი საცხოვრებელი ადგილის პრეფექტურაში.

დოსიეს შედგენა :

1. პროექტი დეტალურად და დასაბუთებულად უნდა იქნას წარმოდგენილი, უნდა დაზუსტდეს, კერძოდ, რით არის ის საინტერესო საფრანგეთისთვის და კანდიდატის ქვეყნისთვის. პროექტი შეიძლება ეყრდნობოდეს :
- სამრეწველო, სავაჭრო ან შინამრეწველურ (მეწარმის შემთხვევა) საქმიანობას, რომლის განხორციელებისას უნდა მოხდეს სულ მცირე ორი სამუშაო ადგილის შექმნა, რომელთაგან ერთი ბარათის მთხოვნელისაა ან პროექტში ჩასადები ინვესტიცია სულ მცირე 300 000 ევროს უნდა შეადგენდეს;
- დამოუკიდებელ საქმიანობას (მწერალი, მთარგმნელი, მაღალი დონის სპორტსმენი ან ცნობილი ხელოვანი) ;
- დაქირავებულ შრომას (მაღალი კვალიფიკაციის დაქირავებული მშრომელი) ;

2. ბარათის მთხოვნელის კოორდინატები : მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა,
3. Curriculum Vitae,
4. ტიტულების ან დიპლომების და ასევე ამ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო პროფესიული უნარის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის დამოწმებული ასლები,
5. ადგილობრივი საგადასახადო სამსახურის ცნობა შემოსავლების თაობაზე,
6. ნასამართლობის არქონის ცნობა გაცემული იმ ქვეყნების მიერ, სადაც ის ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა,
7. თუ საქმე ეხება მაღალკვალიფიციურ მშრომელს, დოსიეში ასევე უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები :
- დამქირავებლის წერილი, რომელიც ასაბუთებს მშრომელის დაქირავებას და დეტალურად აღწერს მის მიერ შესასრულებელ ფუნქციებს ;
- შრომის ხელშეკრულება (CERFA-ის ანკეტა საფრანგეთში შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის შესაბამისად ; ამ ანკეტების მოძიება შესაძლებელია საიტზე : http://www.travail-solidaire.gouv.fr); შრომის ხელშეკრულება შესაბამისობაში უნდა იყოს დაინტერესებული პირის კვალიფიკაციასთან, გამოცდილებასთან, დიპლომებსა თუ ტიტულებთან.

სავიზო განაცხადის გაკეთება

კანდიდატი ვალდებულია :

1. გადაიხადოს დოსიეს განხილვის საფასური : 99 ევროს ექვივალენტი ლარებში (კანცელარიის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი გაცვლის კურსის მიხედვით),
2. შეავსოს გრძელვადიანი ვიზის მოთხოვნის 3 ანკეტა,
3. წარმოადგინოს 6 ერთნაირი ახალი გადაღებული ფოტოსურათი ანფასში, თავსაბურავის გარეშე, ზომით : 3,5 ხ 4,5,
4. წარმოადგინოს თავისი და, საჭიროების შემთხვევაში, მეუღლისა და ბავშვების მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთები (ნოტარიულად დამოწმებული საქართველოში),
5. წარმოადგინოს ძალაში მყოფი პასპორტი და მისი ასლი.

ყურადღება !

- საჭიროა, წარმოდგენილ იქნას ყოველი დოკუმენტის ორიგინალი ქართულ ენაზე და მისი თარგმანი ფრაბგულ ან ინგილუსრ ენებზე.
- არასრული დოსიეს განხილვა არ მოხდება.
- ყველა ამ დოკუმენტის წარდმოდგენა არ ნიშნავს ავტომატურად ვიზის გაცემას.
- სავიზო სამსახურს აქვს უფლება მოითხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტები.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საკონსულო სამსახურს (www.contact.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr) ან მოიძიოთ იგი საიტზე www.immigration.gouv.fr, რუბრიკა “favoriser l’immigration professionnelle”.

publie le 20/11/2014

hautdepage