ინფორმაცია ბიომეტრიული ვიზების შესახებ

საფრანგეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება, მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან იწყებს ბიომეტრიული ვიზებს გაცემას. « ბიომეტრიულად » წოდებული, ვიზების გაცემის ეს ახალი პროცედურა წარმატებით იქნა ექსპერიმენტირებული საფრანგეთისა და ბელგიის საკონსულოების მიერ ისეთ სხვადასხვა ქვეყნებში, როგორებიცაა : შეერთებული შტატები, მალი, შრი ლანკა. ევროგაერთიანების გადაწყვეტილების მიხედვით, ვიზის მომთხოვნელთა საერთო ბაზა, ანუ « VIS », თანდათანობით იქნება დამკვიდრებული მსოფლიოში საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების საკონსულოებში. პროცედურა მარტივი და სწრაფია. ვიზის მომთხოვნის თითის ანაბეჭდები და სურათი ელექტრონული აპარატის მეშვეობით არის რეგისტრირებული. აღნიშნული მოდერნიზაცია, მსოფლიოსა და ევროპის დონეზე პირადობის დოკუმენტებში ბიომეტრიულ მონაცემთა შეტანის განვითარების ერთ ერთი ეტაპია, აძლიერებს რა მათ უსაფრთხოებასა და საიმედოობას.

ამ რეფორმის ეფექტურობა განპირობებულია პროცედურის სისტემატურობით. სტატუსის მიუხედავად ვიზის მომთხოვნი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს საკონსულოში. კანონი არ ითვალისწინებს გამონაკლისს. 2004 წლიდან მსოფლიოში არსებული საფრანგეთის საკონსულოების მიერ 100 000 ბიომეტრიული ვიზა უპრობლემოდ იქნა გაცემული.

publie le 11/12/2006

hautdepage