კანცელარია

საფრანგეთის საელჩოს კანცელარია თვალყურს ადევნებს პოლიტიკურ საკითხებს. იგი წარმოადგენს საფრანგეთის სახელმწიფოს საქართველოში და ამასთან, პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრობლობს როგორც საფრანგეთის ოფიციალური მხარე.

კანცელარიის უპირველესი მოვალეობაა საფრანგეთის მთავრობას სისტემატიურად მიაწოდოს ცნობები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ. კანცელარია, პრესსამსახურისა და საელჩოს სხვა განყოფილებების დახმარებით, ამუშავებს და დაკვირვებას აწარმოებს დავალებულ დოსიეებზე. დავალების შესასრულებლად იგი თანამშრომლობს პარტნიორების გარკვეულ ჯგუფთან, ხშირ შემთხვევაში კი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირდება.

ამასთან, საფრანგეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილება საქართველოში საფრანგეთის საგარეო პოლიტიკას ანხორციელებს. იგი საფრანგეთის ინტერესების გამტარებელია და საქართველოს ხელისუფლებას, რომელთანაც მჭიდრო კოორდინაციას ინარჩუნებს, მუდმივად აწვდის ცნობებს საფრანგეთის პოზიციის შესახებ.

დასასრულს, ორმხრივი კონტაქტებისა და ოფიციალური ვიზიტების საფუძველზე, კანცელარიას ევალება ხელი შეუწყოს საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას.

publie le 28/12/2004

hautdepage