კლიმატი: პარიზის შეთანხმება ძალაში შევიდა

2016 წლის 4 ნოემბერი ისტორიული თარიღია: ამ დღეს, პარიზის შეთანხმების ძალაში შესვლით, უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში.

2015 წლის 12 დეკემბრიდან, შეთანხმების მიღწევის დღიდან, ერთ წელზე ნაკლებია გასული. სულ ცოტა დრო რჩება მარაკეშში გასამართ COP22-მდე. მიღწეული შეთანხმების ძალაში შესვლა კი ფაქტზე მიგვანიშნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ადასტურებს საკუთარ სურვილსა და მზადყოფნას გადაარჩინოს პლანეტა კლიმატური უწესრიგობებით გამოწვეული შედეგებისაგან.

დღეისათვის პარიზის შეთანხმება რატიფიცირებულია მთლიანად ევროკავშირისა და კიდევ სხვა 96 ქვეყნის მიერ, რაც ერთად გამოშვებული სათბური აირების 69,21%-ს შეადგენს. საფრანგეთი მიესალმება ყველა ქვეყანას, ვინც შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, განსაკუთრებით კი მათ - ვინც ეს ბოლო დღეებში გააკეთა: სამხრეთ აფრიკას, საუდის არაბეთს, სამხრეთ კორეასა და ინდონეზიას. ჩვენ უნდა მოვბილიზდეთ და სწრაფად მივაღწიოთ უნივერსალურ თანამონაწილეობას. საფრანგეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს დარჩენილ ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ შეთანხმების რატიფიცირება.

დადგა ქმედებაზე გადასვლის დრო: მარაკეშის COP-ის უმთავრესი საკითხიც სწორედ ეს იქნება. საფრანგეთი მხარს უჭერს მაროკოელ ხელმძღვანელობას და აგრძელებს დიპლომატიური კავშირების მობილიზებასა და თანამშრომლობის ინსტრუმენტების გამოყენებას რათა დარწმუნდეს, რომ პარიზის შეთანხმება რეალურ ქმედებებშიც განხორციელდება.

JPEG

publie le 05/12/2016

hautdepage