ლიონი- "ევროპის საუკეთესო მიმართულება უქმეებზე"- ჟან-მარკ ეროს განცხადება

მივესალმები ლიონის დასახელებას "ევროპის საუკეთესო მიმართულებად უქმეებზე" "World Travel Awards"-ის ჟიურის მიერ 4 სექტემბერს.

ლიონი ყოველწლიურად 5,5 მილიონ ვიზიტორს იზიდავს, რაც 2 მილიონით მეტია ვიდრე ათი წლის წინ. ლიონის სასტუმროების შევსების მაჩვენებელმა 2016 წლის პირველ შვიდ თვეში 65% შეადგინა.

ეს შედეგი ქალაქ ლიონის ვოლუნტარისტული პოლიტიკისა და პროფესიონალების ნაყოფია, სახელმწიფოს ხელშეწყობით. 1988 წელს, ძველი ლიონის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის შემდეგ, მასპინძლობის ხარისხისადმი გაკეთებული ყურადღება, კერძოდ ხარისხიანი სასტუმროების ქსელი, და ამ მიმართულების პოპულარიზაციაზე მუშაობა დიდწილად განსაზღვრავს იმ წარმატებას, რაც დღეს ლიონს ტურისტების მხრივ აქვს. გამოვყოფ, განსაკუთრებით, 2014 წელს სახელმწიფოსთან ერთად წამოწყებულ კამპანიას « Only Lyon », რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმისა და გასტრონომიის პოპულარიზაციის სტრატეგიის განსაზღვრას.

ეს ძალისხმევა ეროვნულ დონეზე იდენტიფიცირებული პრიორიტეტების ფარგლებში ჯდება: ციფრული ტექნოლოგიები, მასპინძლობა, განათლება, ინვესტიცია. მე შემოდგომაზე მოვიწვევ ტურიზმის მეორე ყოველწლიურ კონფერენციას მათი განხორციელების შეჯამების მიზნით.

JPEG - 170.5 ko
Fête des Lumières / Lyon
Photos: Atout France / Maurice Subervie

publie le 07/09/2016

hautdepage