პოლიტიკური კონსულტაციები საფრანგეთსა და საქართველოს შორის

2016 წლის 15 დეკემბერს, ფრანგული დელეგაცია, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს კონტინენტური ევროპის სამმართველოს უფროსის - ქ-ნ ფლორანს მანჟენის თაოსნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს - ბ-ნ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა

JPEG - 56.4 ko
ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე და ქ-ნი ფლორანს მანჟენი

ფრანგულმა დელეგაციამ კონსულტაციები გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების უფროსებისგან დაკომპლექტებულ ქართულ დელეგაციასთან, რომელსაც მინისტრის მოადგილე - ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი ხელძღვანებლობდა.

ქართული მხარის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო სადილი, რომელსაც, ორივე დელეგაციის გარდა, ასევე ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ბ-ნი ვიქტორ დოლიძე.

საუბრის ძირითადი თემა გახლდათ ორმხრივი ურთიერთობები, სიტუაცია რეგიონში და უფრო ზოგადად - საერთაშორისო კონტექსტში. კონსულტაციებმა მეგობრულ, ნდობისა და ორი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ურთიერთგაგების გარემოში ჩაიარა.

დღის მეორე ნახევარში, ფრანგული დელეგაცია კავკასიის ფრანგულ სკოლასა და ფრანგულ მედიათეკას ესტუმრა. ასევე გაიმართა შეხვედრები იანოშ ჰერმანთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელძღვანელთან, და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

დღის დასასრულს, ფრანგული დელეგაცია საქართველოში საფრანგეთის სავაჭრო პალატის წევრ ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

JPEG
JPEG

publie le 24/01/2017

hautdepage