პრესის კომუნიკე; სამთო ინსტრუქტორების ვიზიტი

JPEG

2007 წლის 19 თებერვლიდან ხუთი ფრანგი სამთო ინსტრუქტორი იმყოფება საჩხერეს სამთო მომზადების ცენტრში. შენაერთის უფროსია ვიცე-პოლკოვნიკი მიშელ ბლაზი, რომელიც ბარსელონეტის სამთო ბრძოლის სწავლებისა და საწვრთნელი ცენტრის უფროსის მოადგილეა. მას თან ახლავს კაპიტანი ფრანსის ბიდო, შამბერის მე-13 სამთო ბატალიონის ოფიცერი და უფროსი ადჟუდანი ჟან-ლიუკ დიუვალი, მისი ერთ-ერთი მოადგილე. ორი სათხილამურო ინსტრუქტორი მაჟორი დენი დიურანი და ადჟუდანი ვენსან დელებარი, პირველი- ანესის 27-ე სამთო ბატალიონიდან და მეორე კი შამონის მაღალი მთის სამხედრო სკოლიდან, ასევე მოვლინებულები არიან ამ მისიაში მონაწილეობის მისაღებად. 5 კვირის განმავლობაში მათ უნდა გაწვრთნან საჩხერის სამთო ცენტრის მომავალი სამთო ინსტრუქტორები სწავლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება 3 წლის განმავლობაში (3 სტაჟირება ზაფხულში, 3 სტაჟირება ზამთარში) 2006 წლიდან 2008 წლის ჩათვლით. სტაჟირების ადაპტაციისა და მომზადების ფაზის შემდეგ, ისინი შეუდგებიან სტაჟიორების წვრთნის საწყის ეტაპს მთაში, ზამთრის პირობებში. საქართველოში ისინი დარჩებიან 2007 წლის 24 მარტამდე.

publie le 11/04/2007

hautdepage