პრესის სამსახური

ინფორმაცია :

წერილობითი და აუდიოვიზუალური პრესის საშუალებით საქართველოს შესახებ უკანასკნელ ცნობებზე თვალყურის დევნება.
ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე თვალის დევნება.
საფრანგეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტებების მიცემა.
საელჩოს სხვადასხვა სამსახურების შესახებ ინფორმაციის მომზადება.

კომუნიკაცია :

კონტაქტები ქართველ ჟურნალისტებსა და ფრანგ კორესპონდენტებთან.
საქართველოში გავლით მყოფი ფრანგი ჟურნალისტებისა და საფრანგეთში გასამგზავრებელი ქართველი ჟურნალისტებისთვის დახმარების აღმოჩენა. ტელ : (00 995 32) 272 14 90.
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პირველი მინისტრისა და მთავრობის წევრების ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებული მედია მასალის მომზადება.

პუბლიკაციების გავრცელება და დოკუმენტური მასალა :

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პუბლიკაციების გავრცელება. სამინისტროს მიერ გამოშვებულ ჟურნალში, რომელიც ინტერნეტითაც ხელმისაწვდომია, ასახულია საფრანგეთის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. საფრანგეთით დაინტერესებული ქართველი ჟურნალისტების კითხვებზე პრესის სამსახური გასცემს პასუხებსა და ინფორმაციას. ავრცელებს საფრანგეთის ოფიციალურ განცხადებებს.

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საგარეო პოლიტიკაზე წარმოთქმული სიტყვის, გამოსვლებისა და განცხადებების სრულ ტექსტს ფრანგულ ენაზე, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკეებს, მოიძიებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე :
http://www.diplomatie.fr/accueil.html

რესპუბლიკის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგიერთი სიტყვით გამოსვლისა თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული განცხადებების ტექსტის, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსულ ენაზე თარგმნილი კომუნიკეები შეგიძლიათ მოიძიოთ [მოსკოვში, საფრანგეთის საელჩოს ინტერნეტ საიტზე:
www.ambafrance-ru.org

პრესის სამსახურს, თხოვნის საფუძველზე, შეუძლია მოიპოვოს დიპლომატიური ქრონიკის ამსახველი ფოტომასალა და ილუსტრაციები საფრანგეთზე. მათი გამოყენება შეუზღუდავია.

პრეს-ატაშე: თამარ ქათამაძე

ჟურნალისტთა აკრედიტაცია; ტელ.: (00 995 32) 272 14 90.

დაგვიკავშირდით !

publie le 03/08/2016

hautdepage