რატომ უნდა ჩატარდეს 2025 წლის მსოფლიო ექსპოზიცია პარიზში

1. საფრანგეთს სურს მსოფლიო ექსპოზიციებისთვის დამახასიათებელი სულისკვეთების დაბრუნება: საფრანგეთი ხომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც მსოფლიო ერების თავშეყრის ორგანიზატორი გახლდათ. მე-19 საუკუნეში (1855, 1867, 1878, 1889 და 1900 წლებში), საფრანგეთმა 5-ჯერ უმასპინძლა მსოფლიო ექსპოზიციას - მსოფლიო ხალხთა მეგობრობისა და თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობას. საფრანგეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა მიღებული ტურისტების რაოდენობით და მათი დიდი ნაწილი დღესაც ათვალიერებს იმ ცნობილ ძეგლებს (ეიფელის კოშკი, დიდი და პატარა სასახლე და ა.შ.), რომლებიც სწორედ მსოფლიო ექსპოზიციების შედეგად შემორჩა პარიზს.

JPEG - 275.9 ko
დიდი სასახლე
JPEG - 262.5 ko
პატარა სასახლე

100 წელზე მეტი გავიდა 1900 წლის მსოფლიო ექსპოზიციის შემდეგ, დღეს კი საფრანგეთს კვლავ სურს დაუბრუნდეს ძველ ტრადიციას, ახალი შტრიხები შესძინოს და უფრო მეტად გაამდიდროს იგი. საფრანგეთი კვლავ ხალხთაშორისი დიალოგისა და დაახლოების საყოველთაო ღირებულების ერთგული რჩება.

თვითონ შერჩეული თემის არსიც - „გასაზიარებელი ცოდნა, დასაცავი პლანეტა“, მრავალფეროვან გამოხატულებას ჰპოვებს და ქმნის ნიადაგს წინა პლანზე წამოიწიოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული ინოვაციური მიდგომები, წახალისდეს გარემოს დაცვის ხელშემწყობი პროექტები, ისევე როგორც, მოხდეს ამ ორი განზომილების სულ უფრო და უფრო ხშირი თანაკვეთა მომავალი თაობებისთვის უკეთესი სამყაროს შექმნის მიზნით. სწორედ ამიტომაც არის შერჩეული თემა მომავლისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისკენ მიმართული. ბუნებრივია ისიც, რომ სწორედ ახალგაზრდობა იქნება მსოფლიო ექსპოზიციისა ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა.

2. საფრანგეთში პროექტს მხარს უჭერენ ყველა დონეზე:
- სახელმწიფო დონეზე: პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, მიანდეს რა საქმის გაძღოლა და კოორდინაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყოფილ დირექტორს - პასკალ ლამის;
- ტერიტორიული გაერთიანებების დონეზე: დიდი პარიზის მეტროპოლი, ილ-დე-ფრანსის რეგიონი და ქალაქი პარიზი უკვე ჩართულები არიან პროექტში;
- ეკონომიკურ დონეზე: 23 დიდი კომპანია და 60-ზე მეტი პატარა და საშუალო კომპანია ფინანსურად უჭერს მხარს საფრანგეთის კანდიდატურის წარმატებას. ისინი გაერთიანდნენ ასოციაცია „ExpoFrance 2025“-ში, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ჟან-კრისტოფ ფრომანტენი, ქალაქ ნეის მერი, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის კანდიდატურის მთელი საფრანგეთის მასშტაბით პოპულარიზებაში;
- სამოქალაქო საზოგადოების დონეზე: 2016 წლის იანვრის გამოკითხვის შედეგები გვაჩვენებს, რომ ფრანგების 84% დადებითად ან ძალიან დადებითად აფასებს ამ ღონისძიების ორგანიზების საკითხს, ხოლო ონლაინ პეტიციას კანდიდატურის სასარგებლოდ 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

JPEG - 247.4 ko
პარიზის ფილარმონია

3. საფრანგეთს უდაო უპირატესობები გააჩნია მსგავსი ღონისძიების ჩასატარებლად: უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, პროფესიონალი კადრები, დიდი ღონისძიებების ჩატარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, უსაფრთხოების დიდი ხნის მანძილზე ნაწრთობი გამოცდილება, დინამიური და ეფექტური ადმინისტრაცია, კომპეტენტური და მობილიზებული კერძო სექტორი, ნაყოფიერი სასკოლო სისტემისა და საერთაშრისო სამეცნერო წრეებში ძლიერად ინტეგრირებული უნივერსიტეტების წყალობით მოპოვებული დიდი გამომგომებლური შესაძლებლობები.

უსაფრთხოების საკითხებში, ამჟამინდელი გამოწვევების ფონზე, საფრანგეთმა შეიმუშავა უმაღლესი დონის სათანადო ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები. 2015 წელს მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, დიდი რაოდენობით ინვესტიციები ჩაიდო უსაფრთხოების სფეროში და შედეგმაც არ დააყოვნა: 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის და COP21-ის უსაფრთხოდ ჩატარება, ისევე როგორც ყოველწლიური კანის ფესტივალისა და ტურ დე ფრანსის მშვიდ გარემოში გამართვა სწორედ ამ შედეგის თვალსაჩინო მაგალითი და გამოხატულებაა.

4. 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საფრანგეთის კანდიდატურა კიდევ ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია და არამც და არამც არ უშლის ხელს მსოფლიო ექსპოზიციის პარიზში ჩატარებას. ამ ორი ღონისძიების ერთი წლის ინტერვალით გამართვა დიდად გამოაცოცხლებს ილ-დე-ფრანსის რეგიონს და გამოიწვევს სატრანსპორტო და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მოდერნიზებას, ისევე როგორც კერძო და საჯარო სტრუქტურების თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას.

მოკლე პერიოდში ორი დიდი ღონისძიების ჩატარება მოითხოვს საშუალებების ეფექტურ გამოყენებას და დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების მობილიზებას, რაც კარგად გამოჩნდა ესპანეთში (ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშები და სევილიის 1992 წლის მსოფლიო ექსპოზიცია), ჩინეთსა (პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშები და 2010 წლის მსოფლიო ექსპოზიცია) და ბრაზილიაში (2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში და 2016 წლის ოლიმპიური თამაშები).

5. საფრანგეთის კანდიდატურა საერთაშორისო შეთანხმების ჩარჩოებში ჯდება და იცავს გამოფენათა საერთაშორისო ბიუროს სპეციფიკას, რომელიც ყველა ქვეყანას თანასწორად ეპყრობა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთს მაინც სურს, სხვა მსურველ ქვეყნებთან თანამშრომლობით, განიხილოს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მეშვეობით კონცეფციის კიდევ უფრო მოდერნიზების და გამდიდრების გზები.

JPEG - 101.6 ko
TGV - სწრაფმავალი მატარებელი

საფრანგეთს სურს საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება, სწორედ ამიტომ ის დაეყრდონება ისეთი ქვეყნების გამოცდილებასა და ცოდნას, რომელთაც წარსულში უკვე მოახერხეს მსოფლიო ექსპოზიციების წარმატებით ორგანიზება, კერძოდ, მეზობელი ქვეყნები - იტალია (მილანი 2015), გერმანია (ჰანოვერი 2016), ესპანეთი (სევილია 1992), ისევე როგორც ჩინეთი (შანჰაი 2010). საფრანგეთი გულმოდგინედ აკვირდება დუბაიში დაგეგმილ 2020 წლის მსოფლიო ექსპოზიციის ორგანიზების პროცესს. წარსულში ჩატარებული ექსპოზიციების დროს, საფრანგეთი და მისი წარმოდგენილი პავილიონები ყოველთვის დიდი წარმატებით სარგებლობდნენ და ყურადღების ცენტრშიც ექცეოდნენ.

publie le 24/01/2017

hautdepage