« სამსონი და დალილა » თბილისის ოპერის სცენაზე ფრანგი დირიჟორის ვენსან მონტეის ხელმძღვანელობით

« სამსონი და დალილა » თბილისის ოპერის სცენაზე ფრანგი დირიჟორის ვენსან მონტეის ხელმძღვანელობით
პრესკონფერენცია : ოთხშაბათს 4 ივლისს 12:30 სთ-ზე
ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში, მიუსოს სახელობის დარბაზში
აპერიტივი, ფრანგული ყველი და ძეხვეულობა

კამილ სენ-სანსის ოპერა « სამსონი და დალილა »
პრემიერა თბილისის ოპერაში
ფრანგი დირიჟორის ვენსან მონტეის ხელმძღვანელობით
პარასკევს 6 ივლისს 20 სთ-ზე

თბილისის ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრსა და ოპერისა და ბალეტის თეატრს შორის ტრადიციული, ნაყოფიერი თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის : « კოპელია » ცნობილი მოცეკვავის, უილფრიდ პიოლეს დადგმით 2002 წელს, « ცეკვის ზეიმი » 2003 წელს ფრანგი ქორეოგრაფის, ფილიპ კოენის დადგმით, 2005 წლის დეკემბერში « ადამინის ხმა » ფრანგი სოპრანოს, კაროლინ მიუტელის შესრულებითა და დირიჟორის, მაესტრო ვენსან მონტეის ხელმძღვანელობით. გასულ წელს ფრანგმა, ვოკალური ხელოვნების მეტრმა ნიკოლაი მასლენკომ თბილისის ოპერის სოლისტები და გუნდი შვედეთის დალჰალას საზაფხულო ფესტივალზე « სამსონი და დალილას » წარსადგენად მოამზადა.

წელს, ალ. დიუმას ფრნაგული კულტურის ცენტრი და თბილისის ოპერა კვლავ აერთიანებენ ძალებს, რათა თბილისის მელომან, ლირიკის მოყვარულ მსმენელს წარმოუდგინონ « სამსონი და დალილა »-ს საკონცერტო ვერსია, ახალგაზრდა ფრანგი დირიჟორის, მაესტრო ვენსან მონტეის ხელმძღვანელობით, (« კარმენი » ნიჟნი ნოვგოროდში, « ღამურა » ნიცაში, « ფაუსტი » უნგრეთში, « ვერტერი » და « კარმელიტების დიალოგი » პრაღაში, « ტრავიატა » ბრემში, « სევილიელი დალაქი » მალტაში...). სამსონის პარტიას ქართველი ტენორი, გიორგი ონიანი ასრულებს, დალილას პარტიას - რუსი მოწვეული მეცო - ელენა პუტილოვა. ამ ღონისძიებას მხარს უჭერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელოვნების დეპარტამენტი, კულტიურფრანსი.

« სამსონი და დალილა » 1877 წელს სენ-სანსმა თავდაპირველად ორატორიუმის სახით შექმნა (რის გამოც საკონცერტო ვერსია გამართლებულია) ბიბლიურ თემაზე (მსაჯულნი). დალილა თავისი მშვენიერებით მოაჯადოვებს სამსონს და მას ფილისტიმელებს შეაპყრობინებს. ეს უკანასკნელნი კი იმ ტაძრის ნანგრევებში მოჰყვებიან, რომელსაც ტყვე თავისი ზებუნებრივი ძალით შეარყევს. სენ-სანსის ლირიკული შედევრი « სამსონი და დალილა » შთაგონებული ჰენდელის საგუნდო, ვაგნერის და ვერდის, ასევე გუნოსა და მეიერბერის მუსიკით, « კარმენსა » და « ფაუსტთან » ერთად მსოფლიოში ყველაზე ხშირად შესრულებულ ფრანგულ ოპერათა შორისაა. მასში ვნება თავისი წმინდა სახით არის გადმოცემული, განსაკუთრებით კი არია «ჩემი გული შენს ხმაზე იხსნება...» მსმენელის მეხსიერებაში დარჩა და დღესაც შედის დიდი მომღერლების რეპერტუარში. ნაწარმოების კულიმინაციურ მომენტს წარმოადგენს სამსონისა და დალილას სასიყვერულო დუეტი მეორე მოქმედებაში. სამსონის გული ორად არის გახლეჩილი დალილასადმი ლტოლვასა და მასზე დაკისრებულ წმინდა მისიას შორის, ქალი კი ცდილობს დასტყუოს საიდუმლო და ხელი ააღებინოს მოვალეობის შესრულებაზე.
ალ. დიუმას ფრანგული კუტლურის ცენტრი ბედნიერია საშუალება მისცეს თბილისელ მაყურებლს მოისმინოს ლირიკული ხელოვნების ეს შედევრი, რომელიც საქართველოს სცენაზე ესოდენ დაგვიანებით იქნება წარმოდგენილი.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა მეცენატი ბანკის « ბანკი რესპუბიკა”-ს დახმარებით .

ბილეთები იყიდება ოპერისა და ბალეტის თეატრის სალაროში.

publie le 01/08/2007

hautdepage