სამხრეთ კავკასიის მომავალი

2016 წლის 16 დეკემბერს, თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის და გერმანიის ელჩებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისევე როგორც საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამმართველოების უფროსებმა, რომელიც სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდნენ პარიზიდან და ბერლინიდან.

კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის - ბ-ნ მიხეილ ჯანელიძის გამოსვლით გაიხსნა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებმა მასთან გაისაუბრეს საერთო ინტერესების სხვადასხვა საკითხებზე.

დღის პირველი ნახევარი მთლიანად დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ საკითხებს. დღის მეორე ნახევარში მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე.

დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს და მთლიანად რეგიონს გერმანიისა და საფრანგეთის ასეთი დაინტერესება.

ფრანგულ-გერმანული რეგიონალური შეხვედრა გაგრძელებაა პირველი შეხვედრისა, რომელიც 2014 წელს, ასტანაში ჩატარდა. დაგეგმილია მსგავსი რეგიონალური სემინარების რეგულარული ჩატარება ფრანგ და გერმანელ დიპლომატებს შორის, რაც ნათლად ასახავს პარიზისა და ბერლინის სურვილს გააღრმავონ ამ ქვეყბნებს შორის თანამშრომლობა.

JPEG
JPEG
JPEG
JPEG

publie le 16/01/2017

hautdepage