საფრანგეთის ელჩის ვიზიტი ჰოლდინგ „პალიტრა მედიაში“

2016 წლის 19 ოქტომბერს, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე მულტიმედია ჰოლდინგ „პალიტრა მედიას“ ეწვია.

JPEG - 85.1 ko
საფრანგეთის ელჩი - პასკალ მენიე და პალიტრა მედიის გენერალური დირექტორი - ირაკლი თევდორაშვილი

პალიტრა მედიის გენერალურ დირექტორ - ირაკლი თევდორაშვილთან შეხვედრისას, საფრანგეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართულ მედია საშუალებებთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა. მათი საუბრის თემა ეხებოდა საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და კულტურულ ჭრილში.

ირაკლი თევდორაშვილმა საფრანგეთის ელჩს გააცნო პალიტრა მედიის მიერ განხორციელებული პროექტების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნუსხა. მათ ისაუბრეს ახალი და მასშტაბური პროექტის - „სილიკონ ველი თბილისის“ შესახებ, რომლის ერთ-ერთი თანადამაარსებელიც სწორედ პალიტრა მედიაა. „სილიკონ ველი თბილისი“ სამეცნიერო სივრცეა, რომელიც ასევე მოიცავს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისებს, სტუდენტურ კამპუსებსა და საზაფხულო სკოლას ბავშვებისთვის - თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით. საფრანგეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ფრანგულ ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის შესაძლებებლობა.

JPEG - 60.4 ko
ვიზიტი გამომცემლობაში
JPEG - 68.3 ko
ვიზიტი გამომცემლობაში

შეხვედრის ბოლოს, ირაკლი თევდორაშვილმა ელჩს ჰოლდინგის შენობა დაათვალიერებინა. მულტიმედია ჰოლდინგი მოიცავს ერთმანეთისგან განსხვავებულ და დამოუკიდებელ სივრცეებს: ტელევიზიას, რადიოს, სხვადასხვა გაზეთებსა (ონლაინს თუ ბეჭდურს) და გამომცემლობას.

ვიზიტის დასრულებისას, საფრანგეთის ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მედიის დამოუკიდებლობას.

JPEG - 81.2 ko
ვიზიტი სააგენტო ინტერპრესნიუსში

publie le 04/11/2016

hautdepage