საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოწვევით, 2016 წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში ვიზიტით იყო ჩამოსული საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის დელეგაცია.

საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, შედგა შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან - ბ-ნ გიორგი მღებრიშვილთან, რომელსაც საფრანგეთის ელჩი ბ-ნი პასკალ მენიეც ესწრებოდა. ფრანგულ მხარეს წარმოდგენდნენ: ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დირექტორი - ბრიგადის გენერალი ჟან პიერ მიშელი, საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ბერნარ ტიბო და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი - ვიცე-პოლკოვნიკი ანტუან ბიარი. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორგანიზებული კრიმინალის და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

JPEG - 53.6 ko
შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან
JPEG - 69.4 ko
საუბარი ფრანგულ დელეგაციასა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის

საფრანგეთის ელჩმა მიულოცა ბ-ნ გიორგი მღებრიშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

მინისტრმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა პოლიციის ატაშეთა ქსელის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მომავალში აპირებს მის კიდევ უფრო განვითარებას. ფრანგულმა მხარემ წარმოადგინა თანამშრომლობისა და გაცვლის ახალი შესაძლო მიმართულებები. ბრიგადის გენერალმა ჟან პიერ მიშელმა ხაზი გაუსვა ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობის მნიშვნელობას ქართული, უფრო ზოგადად კი - ევრაზიული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში, მითუმეტს მაშინ, როცა ხდება ამ კრიმინალური დაჯგუფებებეის ორგანიზება და ინტერნაციონალიზაცია.

ვიზიტის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა თბილისში, მათ შორის აღსანიშნავია კონფერენცია თემაზე - „MILLENIUM INTERPOL“.

JPEG

publie le 13/12/2016

hautdepage