საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში

კონცეფცია

წელს, საფრანგეთის საელჩო საქართველოში აწესებს საფრანგეთის საელჩოს პრემიას ადამიანის უფლებების დარგში, რომლის გადაცემაც მოხდება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. პრემია გადაეცემა ქართულ ასოციაციას, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად და იგი მოიცავს 1000 ევროს ოდენობის თანხას.

აღნიშნული პრემია მიზნად ისახავს დააჯილდოვოს იმ ასოციაციის საქმიანობა, რომელმაც 2016 წლის განმავლობაში ერთი ან რამდენიმე გამორჩეული ქმედება განახორციელა ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. უფრო ზოგადად, ეს პრემია იმ ფუნდამენტური როლის აღიარებაა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ასრულებენ.

ადამიანის უფლებების დარგში საფრანგეთის საელჩოს პრემიის თემა 2016 წელს

თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა

2016 წელს, პრემია გადაეცემა ქართულ ასოციაციას, რომელმაც თავი გამოიჩინა ერთი ან რამდენიმე ქმედების განხორციელებით დისკრიმინაციის წინააღმდეგ და თანასწორობისთვის ბრძოლაში.

ადამიანისა და მოქალაქის უფლებების უნივერსალური ქარტიის (1948) პირველი მუხლის მიხედვით, « ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებითა და უფლებებით. ისინი დაჯილდოვებული არიან აზროვნების უნარითა და სინდისით და უნდა იმოქმედონ ერთმანეთის მიმართ ძმობის სულისკვეთებით”.

დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებების ფუნდამენტური და ცენტრალური პრინციპია, რომლიც განსაზღვრულია საერთაშორისო კონვენციებით და მკაფიოდ კრძალავს ყოველგვარ უთანასწორო მოპყრობას, რომელიც ეფუძნება ისეთ მოტივებს, როგორიცაა ეთნიკური მიკუთვნება, რელიგია, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. (არასრული სია).

წელს დაჯილდოვდება მოქალაქეობრივი და ყველა ქალისა და კაცის თანასწორობისა და უფლებების ხელმისაწვდომობის დაცვის მიმართულებით განხორციელებული ქმედებები.

კანდიდატურის წარდგენა

კანდიდატურის წარდგენის პირობები და დეტალები იხილეთ ქვემოთ. ყველა მათგანი წარდგენილი უნდა იქნას საქართველოში საფრანგეთის საელჩოში 2016 წლის 7 ნოემბრის 17სთ-მდე (ადგილობრივი დროით).

კანდიდატურები უნდა გამოაგზავნოთ ფრანგულად ან ინგლისურად, და ქართულად
- ელექტრონული ფოსტით: mathilde.comet@diplomatie.gouv.fr
- ან ფოსტით: კრწანისის ქ. 49, თბილისი 0114

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მატილდა კომეტს (mathilde.comet@diplomatie.gouv.fr) ან თამარ ქათამაძეს (tamar.katamadze@diplomatie.gouv.fr)

Word - 75.6 ko
ანკეტა
Word - 22.7 ko
წესდება
Word - 147.7 ko
Application ENG

publie le 08/11/2016

hautdepage