საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს

შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც 2002 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს იმ ქვეყნების დახმარებას, რომელთაც ეხებათ შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის ეპიდემიები.

JPEG

http://www.theglobalfund.org/fr/

ფონდი აერთიანებს მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებებს, კერძო სექტორსა და დაავადების მატარებელ ადამიანებს. ყოველწლიურად ფონდი დაახლოებით ოთხ მილიარდამდე დოლარს აგროვებს, რასაც შემდეგ, საჭიროებისდა მიხედვით, ინვესტიციების სახით გზავნის სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროგრამების მხარდასაჭერად.

სულ ახლახანს გამართული კონფერენციის შედეგად, ფონდის რესურსები 12,9 მილიარდი დოლარით შეივსო, რომელიც შემდეგი სამი წლის მანილზე უნდა დაიხარჯოს ეპიდემიებთან ბრძოლის საქმეში. გლობალური ფონდის სამდივნომ განსაზღვრა თანხების რაოდენობა, რომელიც 2017-2019 წლებში გადაეცემა პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს, იმისდა მიხედვით, თუ როგორია მათი შემოსავალი და რა დონეზეა დაავადებათა საფრთხე (შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია).

2017-2019 წლების სამწლიანი პერიოდისთვის, გლობალური ფონდი სთავაზობს საქართველოს 15 588 062 აშშ დოლარს (8 412 986 შიდსთან, ხოლო 7 175 076 ტუბერკულოზთან ბრძოლისთვის). საფრანგეთის, როგორც ფონდის მეორე უმსხვილესი დონორის წილი გაცემული თანხების 12,7% შეადგენს.

2010 წლის შემდეგ, საფრანგეთმა შეიმუშავა დახმარების ახალი საშუალება - 5%-იანი ინიციატივა, რაც საშუალებას აძლევს ფონდის ბენეფიციარ ქვეყნებს მიიღონ საფრანგეთის მხარდაჭერა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების შემუშავებაში, მათ განხორციელაბასა და პროცესის კონტროლში, რათა მივიღოთ უფრო ეფექტური შედეგი. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ზემო ჩამოთვლილ სფეროებში საფრანგეთის ექსპერტიზის პროფესიული დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი პერიოდით.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ვერ-გვერდს: http://www.initiative5pour100.fr/

publie le 21/02/2017

hautdepage