საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი ( 2006 წლის 7 ნოემბერი, პარიზი)

JPEG

2006 წლის 7 ნოემბერს, ბატონმა ფილიპ დუსტ-ბლაზიმ თავისი ქართველი კოლეგა, ბატონი გელა ბეჟუაშვილი მიიღო. მინისტრები ერთმანეთს ამა წლის 30 მაისს ერთხელ უკვე შეხვდნენ.

მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ სიტუაციასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე. ბატონმა დუსტ-ბლაზიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს კონფლიქტების მოლაპარაკების გზით მოგვარებას, საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის ფარგლებში, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. მინისტრმა ისურვა, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებული სირთულეები კონსტრუქციული დიალოგის გზით გადაიჭრას.

ბატონმა დუსტ-ბლაზიმ აგრეთვე კმაყოფილება გამოთქვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამოქმედო გეგმის მომავალ გაფორმებასთან დაკავშირებით. ეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ადასტურებს ევროკავშირის ნებას მეტად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში, წარმოადგენს ძვირფას ინსტრუმენტს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ეკონომიკის, მმართველობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის სფეროში.

დაბოლოს, შეხვედრა ასევე ხელსაყრელი იყო დაეფიქსირებინათ ფრანგული ფირმების ინტერესი ქართულ ბაზარზე, რაც გამოიხატება სოსიეტე ჟენერალის მიერ ერთ-ერთი წამყვანი ქართული ბანკის აქციათა 60 %-ის შესყიდვით.

publie le 10/01/2007

hautdepage