საქართველოს პრეზიდენტი პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე მსოფლიო სამიტზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ესტუმრა, სადაც 7-დან 9 დეკემბერის ჩათვლით „პარტნიორობა ღია მმართველობის“ მეოთხე მსოფლიო სამიტი გაიმართა

JPEG
სამიტში მონაწილეობა მიიღო 70 წევრმა ქვეყანამ, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. სამიტის ძირითადი თემები გახლდათ საჯარო მმართველობის გამჭვირვალობა, სამოქალაქო ჩართულობა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული დემოკრატიის გამოწვევები.

სამიტის ფარგლებში პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, მათ შორის საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან - ბ-ნ კლოდ ბარტოლონთან. სამიტს ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც ვიცე-სპიკერი - ქ-ნი თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობდა.

JPEG - 53.2 ko
საფრანგეთის პრეზიდენტი ბ-ნი ფრანსუა ოლანდი და საქართველოს პრეზიდენტი - ბ-ნი გიორგი მარგველაშვილი
JPEG - 85.4 ko
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ - ბ-ნ კლოდ ბარტოლონთან ერთად

2017 წელს სწორედ საქართველო იქნება პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა და მომდევნო სამიტს თბილისი უმასპინძლებს.

JPEG

publie le 26/12/2016

hautdepage