ფრანგი პალეონტოლოგები წალკაში

JPEG

9-დან 25 აგვისტომდე ფრანგი პალეონტოლოგების ჯგუფი, ქართველ კოლეგებთან ერთად, წალკის არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობდა. გათხრები წელს დაიწყო და მათზე პასუხისმგებლობა ფრანგ და ქართველ ექსპერტებს დაეკისრათ. საქმე ეხება დმანისის საერთაშორისო გათხრების გაფართოებას, რომლებსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. ქ-ნ სანდრინ პრატმა (CNRS) და ბატონებმა ერუან მესაჟერმა (საბუნებისმეტყველო მუზეუმი), პიერ-ელი მულმა (მენტონის წინარე ისტორიის რეგიონალური მუზეუმი), პიერ ვუნშემ (საბუნებისმეტყველო მუზეუმი) და მათმა ქართველმა ფრანკოფონმა კოლეგებმა- ქალბატონებმა თეა ჯაშაშვილმა და მაია ბურსიანიძემ (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიატები) აღმოაჩინეს სპილოსა და ძუძუმწოვარი ცხოველების რამდენიმე ძვალი, რომლებიც ადასტურებს ამ ახლად დაწყებული, დმანისის თანადროული არქეოლოგიური გათხრების პოტენციურ ინტერესს (დმანისიდან სამხრეთით 30 კმ-ის დაშორებით).

ფრანგულ-ქართული ჯგუფი, რომლებსაც სამშაბათს, 23 აგვისტოს, ბატონი პროფესორი ფრანსუა სემა (პარიზის საბუნებისმეტყველო მუზეუმის პრეისტორიის განყოფილების გამგე), ბატონი კრისტოფ ფალგერი (ამავე მუზეუმის კვლევითი ნაწილის ხელმძღვანელი), პროფესორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელები შეუერთდნენ, მუშაობას 2006 წელს გააგრძელებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია აფინანსებს ყოველწლიურ გათხრებს, რომელიც ჩვენი ორმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ელემენტია.

ქალბატონები სანდრინ პრატი და თეა ჯაშაშვილი ნოემბერში თბილისის ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში წაიკითხავენ მოხსენებას მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
JPEG

ფოტოები :
- კრისტოფ ფალგერი, ერუან მესაჟერი, პიერ ვუნშე, ფრანსუა სემა (პარიზის საბუნებისმეტყველო მუზეუმი) და დავით ლორთქიფანიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) წალკაში, 23 აგვისტო 2005

- მსხვილი ძუძუმწოვარი ცხოველის ქვედა ყბის ნაწილი

publie le 11/10/2005

hautdepage