ფრანგი მომღერლის პირველი გასტროლები საქართველოში

ფრანგმა მომღერალმა კალიზმა სამ მუსიკოსთან ერთად კონცერტები ჩაატარა კვირას, 9 აპრილს ბათუმში, ორშაბათს, 10 აპრილს ქუთაისში და ოთხშაბათს , 12 აპრილს თბილისში. კონცერტები ეძღვნებოდა ფრანგულ « შანსონს »,. შესრულდა ჟაკ ბრელის, ბარბარას, შარლ ტრენეს, ჟან მოროს, ასევე ჯიანი ესპოზიტოს, « საშინელი ბავშვები »-ს, დანიელ მესიასა და მორის ფანონის სიმღერები.
JPEG

ფრანგი მომღერლის პირველმა ტურნემ საქართველოში ქართველ ფრანკოფილებთან და ფრანკოფონებთან გულთბილი შეხვედრების ატმოსფეროში, კერძოდ კი სტუდენტებთან ჩაიარა; კალიზმა, დატვირთული პროგრამის მიუხედავად, თბილისის კონსერვატორიაში ღია გენერალური რეპეტიცია ჩაატარა, დასწრება შეეძლო ყველა ფრანგული ენის შემსწავლელს.
JPEG

აღნიშნულ მოვლენას დიდი ადგილი დაეთმო პრესაში. ადგილობრივმა აჭარის ტელევიზიამ (ATV), ქუთაისის არხმა (რიონი), რუსთავი 2-მა და საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ფართოდ გააშუქა პრემიერა. პროექტი განხორციელდა ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში. კონცერტები გაიმათა სახელმწიფო დარბაზებში. პროექტს ასევე მეცენატობა გაუწია : ფრანგული ტურისტული სააგენტოს CGTT-ს წარმომადგენლობამ თბილისში და კომპანია GWS-მა.
JPEG

აჭარის ტელევიზიამ ჩაიწერა კონცერტი და ერთი წლის განმავლობაში პროგრამაში გაშვებას გეგმავს.
JPEG

publie le 03/05/2006

hautdepage