ფრანგი მევიოლინე პიერ ამოიალი საქართველოში (ბათუმი, 18 აგვისტო, პარასკევი)

ცნობილი ფრანგი მევიოლინე პიერ ამოიალი გამართავს კონცერტს ბათუმის ფესტივალის « ხელოვნების ზეიმის » ფარგლებში ბათუმის ოპერაში, 2006 წლის 18 აგვისტოს, რომელიც წელს ეძღვნება ფესტივალის დამაარსებლის, ქართველი მევიოლინეს, ლიანა ისაკაძის იუბილეს. ფრანგი მუსიკოსის პროგრამა შედგება ბახის ნაწარმოებებისაგან, რომელთაგან კონცერტს ორი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის შეასრულებს ქართველ სოლისტ, ლიანა ისაკაძესთან ერთად.
JPEG

პიერ ა მოიალი დღეისათვის, უდავოდ, მსოფლიოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი მევიოლინეა. იგი მიეკუთვნება ისეთ ხელოვანთა რიცხვს, რომელთაც მიაღწიეს ვირტუალურობას ისე, რომ მათ განსაკუთრებულ ტალანტს არც შრომის სიყვარული ჩაუხშია და არც სხვა ადამიანური თვისებები.

12 წლის ასაკში იგი ამთავრებს პარიზის კონსერვატორიას პირველი პრემიით. 17 წლის ასაკში იგი მიემგზავრება ლოს ანჟელესში იაშა ჰეიფეცთან სასწავლებლად და იქ ატარებს 5 წელს, რომელიც მთლიანად ეძღვნება მუშაობას, ინტელექტუალურ, ტექნიკურ და პიროვნულ განვითარებას. სწორედ ამ დროს იგი მართავს კამერული მუსიკის კონცერტებს და გამოსცემს დისკებს იაშა ჰეიფეცთან და Gგ. პიატიგორსკისთან ერთად. 22 წლის ასაკში პიერ ამოიალი იწყებს ევროპულ კარიერას, რომელიც მას მოატარებს ევროპის ყველა ქვეყანას და იაპონიას. ამ პერიოდიდან მოყოლებული პიერ ამოიალს იწვევენ ყველაზე პრესტიჟულ ორკესტრებში : ბერლინის ფილარმონიის, ლონდონის სიმფონიურ, BBC-ს სიმფონიურ, მანჩესტერის Halle Orchestra, ვენის სიმფონიურ, ბოსტონის სიმფონიურ, კლივლენდის, ციურიხის თონნჰალლე-ის, საფრანგეთის ნაციონალურ, პარიზის, სტოქჰოლმის, ჰელსინკის ფილარმონიის, მილანის ლასკალას, რომის Santa Cecilia-ს აკადემიისა და სხვა ორკესტრებში.

მის უდიდეს წარმატებას ჰერბერტ ფონ კარაიანის ბერლინის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად მოჰყვა უამრავი კონტრაქტი ამავე ორკესტრთან.

იგი სისტემატურად უკრავს აგრეთვე ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდ დირიჟორებთან : სერ ჯორჯ სოლტი, სეიჯი ოზავა, პიერ ბულეზი, ელიაჰუ ინბალი, ლორინ მააზეი, ჟორჟ პრეტრი, შარლ დიუტუა, სიმონ რატლი, ლიუნგ ვუნ ჩუნგი, სტანისლა სკროვაჩევსკი, გიუნტერ ჰერბიგი, გენადი როჟდესტვენსკი, კურტ სანდერლინგი, რაფაელ ფრუბეკ დე ბურგოსი, სხვა რომ არავინ დავასახელოთ.

პიერ ამოიალის მრავალ ჩანაწერს შორის არის ფორეს სონატები პასკალ როჟესთან ერთად, შოსონის კონცერტი და ფრანკის სონატა, ასაი კვარტეტთან და პასკალ როჟესთან ერთად, ასევე დიუტიეს კონცერტები, სენ-საენის (N°3) და რესპიგის (გრეგორიანული კონცერი) შარლ დიუტუასთან და ნაციონალურ ორკესტრთან ერთად. მისი ბოლო დისკები - პროკოფიევის სონატები და გრიგი (ფორტეფიანოსთან ფრედერიკ ჩიუ) - გამოსცა « Harmonia Mundi »-მ.

ჯერ კიდევ სულ ახალაზრდა პიერ ამოიალი მიწვეული იყო პარიზის ნაციონალური კონსერვატორიის პროფესორად. იგი გატაცებით ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ პარიზში, ხოლო ამჟამად ლოზანის კონსერვატორიაში. მან დაარსა მასტერკლასი, რომლის რეპერტუარშიც შედის სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ტარდება ყოველ ზაფხულს ლოზანის მუსიკის აკადემიის ფარგლებში.

პიერ ამოიალი მსოფლიოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი ვიოლინოს, « კოშანსკის », 1717 წლის სტარდივარიუსის მფლობელია, რომელიც 1987 წელს მოიპარეს და სასწაულებრივად იქნა ნაპოვნი 1991 წელს.

publie le 18/08/2006

hautdepage