ფრანგული სამხედრო ორკესტრი მონაწილეობს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ აღლუმში

JPEG

პირველად საქართველოში, ფრანგული სამხედრო ერთეული მონაწილეობას მიიღებს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ აღლუმში. საფრანგეთის სახმელეთო ჯარების ქვეითთა 43-ე პოლკის ორკესტრი ქართულ ჯარს 26 მაისს შეუერთდება.

ღონისძიებით ასევე პატივი მიეგება საფრანგეთ-საქართველოს სამხედრო გმირისა და ფრანგული არმიის პოდპოლკოვნიკის, პრინცი დიმიტრი ამილახვარის დაბადებიდან ასი წლისთავს (1906 წლის 12 ნოემბერი, ქ. გორი). 2006 წელი აგრეთვე ემთხვევა პრინცი ამილახვარის სახელთან დაკავშირებულ სენ-სირის სამხედრო სკოლის გამოშვების ორმოცდაათ წლისთავს.
JPEG

რუსეთის რევოლუციისა და დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დაცემის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციაში წასული დიმიტრი ამილახვარი, ჩინით უმცროსი ლეიტენანტი, 1924 წელს უცხოურ ლეგიონში შევიდა. მას შემდეგ, რაც გმირულად იბრძოლა მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე, კერძოდ ნორვეგიაში (ნარვიკის ბრძოლა), ერითრეასა და ლიბიაში (ბირ ჰაკეიმის ბრძოლა), 1942 წლის 24 ოქტომბერს, დ. ამილახვარი, ელ ალამეინის (ეგვიპტე) ბრძოლაში საფრანგეთისთვის ბრძოლის ველზე დაეცა.

ქვეითთა 43-ე პოლკი საფრანგეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ერთეულია. 1638 წელს ვესოს პოლკის სახელით შექმნილ ამ პოლკს კარდინალი რიშელიე, შემდეგ კი კარდინალი მაზარენი მეთაურობდნენ. მისი სახელი მჭიდროდ ასოცირდება ფრანგული მხედრობის ისტორიასთან. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ თავისი ახლანდელი სახელით აღდგენილმა, ქვეითთა 43-ე პოლკი, მან თავი გამოიჩინა 1793 წლის ვალმის ბრძოლაში და მონაწილეობა მიიღო ყველა ნაპოლეონისეულ ბრძოლაში. პოლკმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მარენგოსა (1800) და იენას (1806) ბრძოლებში.

ელიტური, ნებისმიერ განსაცდელში მტკიცე და არაჩვეულებრივად შემტევი შეუპოვრობის (1917 წლის არმიის მიერ მადლობის გამოცხადება) 43-ე ქვეითთა პოლკის მისიას ამჟამად წარმოადგენს ფრანგული არმიის სახმელეთო სწრაფი რეაგირების ძალებისა და სახმელეთო ლოგისტიკური ძალების სარდლობის ოპერატიული მხარდაჭერა. ის განთავსებულია საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქ. ლილში, ბელგიის საზღვრის სიახლოვეს.

ოთხშაბათს, 24 მაისს, 19სთ-სა და 30 წუთზე, სახმელეთო ჯარების ქვეითთა 43-ე პოლკის სასულე ორკესტრი (ფანფარი), ალ. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრში (გუდიაშვილი ქ.) მცირე კონცერტს გამართავს. ხუთშაბათს, 25 მაისს, 19 სთ-ზე, კი ორკესტრი კონცერტს უკვე რუსთაველის თეატრში შემოგთავაზებთ. სამხედრო ორკესტრი აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს 26 მაისის აღლუმში.
JPEG

ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს შეიარაღებული ჯარები, აგრეთვე საქართველოს საზღვაო ფლოტის პარტნიორი, Armaris ; კასტელ-საქართველო ; საქართველოს ავიახაზები (Georgian Airways); GWS; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (BTC) და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) მშენებელი კომპანია, Spie Capag; და რუსთაველის თეატრი.

publie le 16/06/2006

hautdepage