ფრანგული საექსპერტო მისია პოსტ-ტრავმული სინდრომის თემაზე

7 და 8 მარტს, თბილისში, ფრანგული არმიების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ეროვნულმა კოორდინატორმა გამოცდილება გაუზიარა თავის ქართველ კოლეგებს ტრავმული მოვლენების (შეიარაღებული კონფლიქტები, ტერორისტული აქტები, და ა.შ.) შედეგად წარმოშობილი პოსტ-ტრავმული სინდრომისა და ფსიქოტრავმირებულთა დახმარების თემაზე.

ფრანგი ექიმი მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსმა და მისმა მოადგილემ, გაიმართა კონსტრუქციული აზრთა გაცვლა. საფრანგეთის წარმომადგენელი ასევე ესტუმრა წეროვანის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც მიმდინარეობს ფსიქოლოგიურად და ფსიქიკურად ტრავმირებულთა მკურნალობა.

მხარეები შეთანხმდნენ ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

JPEG

publie le 16/03/2017

hautdepage