ქართველი სამხედროები ევროკავშირის სამხედრო მისიაში

31 იანვარს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ოცეული ბანგიში (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა) გაემგზავრა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში მონაწილეობის მისაღებად. ქართველი სამხედროები ფრანგული სარდლობის ქვეშ იმსახურებენ, ისინი უზრუნველჰყოფენ ევროპული ჯარების უსაფრთხოებას და ამგვარად, მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური აფრიკის შეიარაღებული ძალების ხელახალ მშენებლობაში.

გამგზავრებამდე, ქართველ ჯარისკაცებს გამოემშვიდობნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიე და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

2014 წლის ივნისიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციისა და სამხედრო მრჩეველთა მისიისა და 2015 წელს, მალიში სამხედრო საწვრთნელი მისიის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხეჯერ იღებენ მონაწილეობას ევროკავშირის საერთო უსაფრთხოოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში.

JPEG
JPEG
JPEG

publie le 21/02/2017

hautdepage