შეხვედრის დანიშვნა სავიზო აპლიკაციის ჩასაბარებლად

მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზების მოთხოვნის ჩასაბარებლად შეხვედრას ნიშნავს სამსახური, რომელთან დაკავშირებაც შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შემდეგ ნომერზე: 0 900 00 70 33.

აღნიშნულ ნომერზე დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნომრიდან.

ზარები მიიღება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9-დან 18 საათამდე ყველა სახის ტელეფონიდან. თითო ზარის ღირებულება 3 ლარია. გადახდის პირობების შესახებ (მობილურ ტელეფონებს ანგარიშიდან ჩამოეჭრებათ, ხოლო ფიქსირებული ტელეფონების შემთხვევაში საბანკო ან თი-ბი-სი ფეის აპარატებითაა შესაძლებელი გადახდა) მიგითითებენ ზარის განხორცილებისას.

ოპეატორი დანიშნავს შეხვედრას მას შემდეგ, რაც ზეპირად გადაამოწმებს საჭირო საბუთების არსებობას და თუ მოგზაურობის ძირითადი მიმართულება არის საფრანგეთი ან საფრანგეთის საკონსულოს მიერ წარმოდგენილი ქვეყნები (საფრანგეთი, ნორვეგია, ისლანდია და მონაკო).


გაფრთხილება: ქოლ ცენტრის ვალდებულება არაა კონსულტაციის გაწევა და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება სავიზო პროცედურებისა და სხვა და სხვა კატეგორიის ვიზისთვის წარმოსადგენი საბუთების შესახებ. ამ საკითხზე მხოლოდ საიტზე მოცემული ან საკონსულოში მიღებული ინფორმაციით უნდა ისარგებლოთ.

მოთხოვნის ჩაბარების ვადები : ვიზების მოთხოვნა ჩაბარებულ უნდა იქნეს დაგეგმილი გამგზავრების თარიღამდე მაქსიმუმ 3 თვით და მინიმუმ 15 დღით ადრე. ტექნიკური მიზეზების გამო, წელიწადის ზოგიერთ პერიოდში, ქოლ-ცენტრი შეხვედრას უნიშნავს უახლოესი ორი თვის განმავლობაში წამსვლელთ. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საკონსულოს განკარგულებაშია 15 დღე მოკლევადიანი სავიზო მოთხოვნის განსახილველად. განხილვის საშუალო ვადა 5 სამუშაო დღეა, თუმცა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენამ შესაძლოა ეს ვადა გაახანგრძლივოს.
გრძელვადიანი ვიზის მოთხოვნის მიზნით შემოტანილი საბუთების განხილვის დრო ხშირად აჭარბებს 15 დღეს და შეიძლება გაგრძელდეს 2 თვემდე (გამონაკლის შემთვხევაში განხილვის ვადამ შეიძლება გადააჭარბოს 2 თვეს ზოგიერთი სპეციფიური პროცედურებისთვის რომელთა შესახებაც ვიზის მთხოვნელები ინფორმირებულები იქნებიან)

ჩვეულებრისამებრ, ქოლ ცენტრს საშუალება აქვს დაგინიშნოთ შეხვედრა 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

2016 წლის მარტის შუა რიცხვებში, ქოლ-ცენტრი შეხვედრას ნიშნავდა 4 სამუშაო დღის განმავლობაში მარტო მყოფი ადამიანისთვის, ხოლო 5 სამუშაო დღეში- 4 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისთვის.

ზოგადად, ზაფხულის პერიოდში, ვიზის მთხოვნელებს ვურჩევთ ჩაეწერონ დიდი ხნით ადრე.

publie le 22/03/2016

hautdepage