2006 წლის 1 იანვრის ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩისა და მისი მეუღლის ახალციხეში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მშენებლობაზე ვიზიტი

JPEG

საფრანგეთის ელჩი და მისი მეუღლე, საფრანგეთის საელჩოს მრჩევლის ეკონომიკის საკითხებში, ბ. მიშელ ჟელენინის თანხლებით, ახალ წელს ახალციხეში, ბთჯ-ის მშენებლობაზე, ფრანგული კომპანია Spie-CAPAG-ისა და კონსორციუმის კონტრაქტორი ფირმა GEO -ს, რომელიც ნავთობსადენის ქართულ სექტორს აშენებს და მშენებლობის უსაფრთხოება ევალება, პერსონალთან ერთად შეხვდნენ.
JPEG

მშენებლობაზე დაახლეობით 200 ადამიანია დასაქმებული. მათგან თხუთმეტიოდე ფრანგია. კოლუმბიელებთან, პერუელებთან, ინდოელებთან, ინდონეზიელებთან და სხვა, მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ კადრებთან თუ პერსონალთან მუშაობა სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობს.

JPEG

მენიუშია : კარგი განწყობა და ფრანგული, ლათინო-ამერიკული და ქართული სამზარეულო.

ბთჯ-ს ნავთობსადენი და გაზსადენი, კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვისკენ (ჯეიჰანის თურქული პორტით) ნავთობის გატარების ძირითადი გზა, მნიშვნელოვანი ტექნიკური გმირობაა.
JPEG

ინფრასტრუქტურა კვეთს მაღალ მწვერვალებს (2400 მეტრამდე) და მთის მდინარეთა კალაპოტებს ზოგჯერ მკაცრ კლიმატურ ზონებში ( ზამთარში 30 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა), გარემოსა და პეიზაჟების დაცვის პირობების მკაცრი გათვალისწინებით.
JPEG

საწარმო Spie-CAPAG, აფრიკასა (ჩადი-ნიგერია) და აზიაში (ბირმა) ჩატარებული მშენებლობების შემდეგ, თავის ტექნოლოგიურ მიღწევებს კიდევ ერთხელ ამტკიცებს.
JPEG

გარდაბანში, 2005 წლის 11 ოქტომბერს, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების მონაწილეობით გახსნილი ნავთობსადენი, დღეს ფუნქციონირებს. გაზსადენის მშენებლობა 2006 წელს დასრულდება.

publie le 10/02/2006

hautdepage