25 ნოემბერი - არა ქალთა ძალადობას!

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს, საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტისა და კავკასიის ფრანგული სკოლის თანამშრომლები, სხვადასხვა ნარინჯისფერი აქსესუარების ტარებით, სოლიდარობას უცხადებენ ძალადობის მსხვერლ ქალებს და გმობენ მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველგვარ ძალადობას.

ამ ჟესტით, საფრანგეთი უერთდება საქართველოში დაწყებულ 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც ამ ფენომენის სააშკარაოზე გამოტანაა, მითუმეტეს რომ დღეს მსოფლიოს ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას საკუთარ თავზე.

თქვენც შემოურთდით გაეროს მიერ წამოწყებულ მოძრაობას!
#orangetheworld / #orangelemonde

თუ გსურთ ნახოთ დეტალური ინფორმაცია ქალთა უფლებებისა და მამაკაცის და ქალის თანასწორობის კუთხით საფრანგეთის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ, ეწვიეთ შემდეგ მისამართს:
http://www.diplomatie.gouv.fr/fr/politique-etrangere-de-la-france/droits-de-l-homme/droits-des-femmes/

PNG

publie le 06/12/2016

hautdepage