ფესტივალი « One caucasus » 25 - 28 აგვისტო 2016

მუსიკა, ახალგაზრდობა და სოლიდარობა : საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი ფესტივალი « One caucasus » მარნეულის რაიონში დაბრუნდა.

25 დან 28 აგვისტომდე ფესტივალმა «One caucasus» მარნეულის რაიონ სოფელ წერაქვში თავს მოუყარა მუსიკოსებს,მხატვრებს, ანიმატორებს, არქიტექტორებს, მოხალისეებსა და ნებისმიერი პროფესიის მქონე ახალგაზრდებს.

ამ ინიციატივას, რომლის მიზანს დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენს, მხატვრული შემოქმედების გარშემო რეგიონის ახალგაზრდობის გაერთიანებით, წარმატება ხვდა წილად.

მაგრამ «One caucasus» გამოცდილება არ შემოიფარგლა მხოლოდ სამ დღიანი ფესტივალით. 11 აგვისტოდან, უცხოელმა და ადგილობრივმა პედაგოგებმა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრბეს სემინარები ჩუტარეს.

ვიდეო ფილმების ჩვენება, უცხო ენების სწავლება, მუსიკისა და მართლწერის სემინარები: მრავალი თემა იქნა განხილული ამ სამი კვირის განმავლობაში, რომელთაც ხაზი გაუსვეს არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენების მნიშვნელობას.

ამ წელს, საფრანგეთის საელჩომ მხარი დაუჭირა ასოციაცია “Po-Nad-To” ის მიერ ორგანიზებულ სემინარს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივმა ბავშვებმა ანტუან სენტ ეგზუპერის ნაწარმოებ “პატარა პრინცი”- ის მიხედვით მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს, რომელიც წარმოდგენილ იქნა ფესტივალის მსვლელობისას.

ფესტივალს ასევე მხარს უჭერენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისრო, მარნეულის გამგეობა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, პოლონეთის კულტურის სამინისტრო და ვარშავის მერია.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: One caucasus

JPEG - 72.6 ko
Le festival a attiré les jeunes de la région / ფესტივალმა რეგიონის ახალგაზრდობა მოიზიდა
JPEG - 109 ko
Toutes les générations et pas moins de 28 nationalités étaient représentées / 28 ეროვნების ყველა თაობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა
JPEG - 118.7 ko
Un groupe de Français venu soutenir l’évènement / ფრანგების ჯგუფი მხარდასაჭერად ჩამოვიდა
JPEG - 48.3 ko
Performance du groupe américain « Hunterstones » / ამერიკული ჯგუფის გამოსვლა

publie le 29/08/2016

hautdepage