F სადგური (F Station), მსოფლიოში ყველაზე დიდი «სტარტაპ კამპუსი»

F სადგური ფრეისინეს ჰოლის ახალი დასახელებაა. ის ქსავიე ნიელს ეკუთვნის და მისი საზეიმო გახსნა 2017 წლის აპრილშია დაგეგმილი. სტარტაპებს უკვე შეუძლიათ საკუთარი კანდიდატურების გაგზავნა ორი ტიპის პროგრამაზე - « Founders » და « Fellowship ».

JPEG - 119.7 ko
ფოტო: პატრიკ ტურნებოფი

შენობის აღწერილობა

F სადგური 34000 კვ/მ-ის შენობაში მდებარეობს (ძველი სავაჭრო სადგური) და ის იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი « სტარტაპ კამპუსი ».

F სადგური სამ ზონადაა დაყოფილი:

  • სტარტაპ ზონა
  • ოფისების და სათათბირო ოთახების დახურული ზონა, სადაც კერძო პარტნიორებისა და საჯარო სააგენტოების მიღება იქნება შესაძლებელი. წესით, აქ განთავსდება ციფრულ სააგენტოსთან მიბმული « French Tech »-ის ოფისებიც ;
  • საჯარო ზონა, სადაც იქნება ბარები და კაფე/რესტორნები, ისევე როგორც 370 კაციანი აუდიტორია

F სადგურის სამუშაო გუნდი პირადად გაუძღვება ორი სახის პროგრამას

1) Founders პროგრამა
ეს პროგრამა ეხება სტარტაპებს, რომელთაც უკვე შეიმუშავეს პროტოტიპი ან დაამტკიცეს მათი იდეის განხორციელების რეალურობა, თუმცა ჯერ არ აქვთ შეგროვილი შესაბამისი თანხები (« early stage »). უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შერჩევის კრიტერიუმები ნაკლებ მკაცრია უცხო ქვეყნების სტარტაპებისთვის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ F სადგურის კარი ღიაა უცხოელებისთვის.

შეთავაზება მოიცავს მუდმივი სამუშაო ოთახის მიცემას F სადგურში, არანაკლებ სამი თვის ვადით (ქირა 195 ევრო თვეში, რაც ძალიან კონკურენტული ფასია არსებულ ბაზარზე), ისევე როგორც წვდომას ნებისმიერ ღონისძიებაზე, სასწავლო კურსსა თუ არსებულ მომსახურებაზე. მიღებული იქნება ასობით პროექტი.

2) Fellowship პროგრამა
საუბარია ოფისებზე, რომელიც მუდმივ საკუთრებაში კი არ იქნება, არამედ თვეში მხოლოდ 5 დღე. ეს პროგრამა ისეთი სტარტაპებისთვის ან საინვესტიციო ფონდებისთვისაა, რომელთაც სურთ პარიზში ვიზიტისას ჰქონდეთ საკუთარი ოფისი, სათათბირო ოთახებთან ერთად, სადაც შესაძლებელი იქნება საქმიანი შეხვედრების ჩატარება. პრიორიტეტულად, პროფრამა უფრო მეტადაა ხელმისაწვდომი F სადგურის პარტნიორი სტრუქტურებისათვის (საფრანგეთში და უცხოეთში).

სხვადასხვა ვენჩურული კაპიტალის ფონდებმა უკვე დაადასტურეს მათი ოფისების გახსნა F სადგურში, მათ შორის ქსავიე ნიელის მფლობელობაში მყოფმა Kima Ventures-მა, ისევე როგორც ფონდებმა Ventech და Daphni.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ მარვან ელფიტესს (marwan@stationf.co)

ან იხილოთ საინფორმაციო ბუკლეტები:

PDF - 7.1 Mo
ფრანგულ ენაზე
PDF - 7.1 Mo
ინგლისურ ენაზე

publie le 14/02/2017

hautdepage