Goût de France: შეხვედრა ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის სტუდენტებთან

13 მარტს, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნი დიდიე ლერუა, «Goût de France/Good France»-ის ფარგლებში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კახა ბენდუქიძის კულინარიის აკადემიას ესტუმრა. 2017 წლის 21 მარტს, აკადემიის შეფ-მზარეულები და სტუდენტები პირველად მიიღებენ მონაწილეობას «Goût de France/Good France»-ში, საერთაშორისო ღონისძიებაში, რომლის მიზანიც ფრანგული გასტრონომიის დღესასწაულის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშვნაა.
JPEG
წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლებასა და პროფესიონალების მომზადებას კულინარიული და საკონდიტრო ხელოვნების სფეროში. საფრანგეთის ელჩის, ბ-ნი პასკალ მენიეს მიერ ორგანიზებულ საღამოზე, რომელსაც განათლების სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან, სწორედ ბენდუქიძის აკადემიის სტუდენტები მოამზადებენ აპერიტივსა და დესერტს, საფრანგეთის რეზიდენციის მზარეულებთან ერთად. ეს სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ფრანგული კულინარიის შესახებ უნივერსიტეტის სასწავლო კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები.

აკადემიაში ვიზიტისას, შედგა დისკუსია სტუდენტებთან და პროფესორებთან და შეირჩა სხვადასხვა კერძები, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ითამაშებენ 21 მარტის საღამოს წარმატებულად ჩატარებაში.

JPEG

კახა ბენდუქიძის კულინარიის აკადემია
კახა ბენდუქიძის კულინარიის აკადემია 2012 წელს დაარსდა. დღეს მის კურსდამთავრებულთა რიცხვი უკვე 700-ს სჭარბობს. აკადემია სტუდენტებს სთავაზობს კულინარიული და საკონდიტრო ხელოვნების შემსწავლელ უმაღლესი დონის კურსებს. გარდა თეორიული ცოდნისა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სამზარეულოში სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებაც აქვთ. აქ ხშირად ტარდება მსოფლიოს სახელგანთქმული შეფ-მზარეულებისა და კონდიტერების მასტერ კლასები.

«Goût de France / Good France» საქართველოში
ღონისძიებაში მონაწილეობას 7 ქართული რესტორანი მიიღებს, რომლებიც სტუმრებს ფრანგული ტრადიციული სამზარეულოთი შთაგონებულ მენიუებს შესთავაზებენ. ექვსი რესტორანი თბილისში («ლე მარე», «ლე მონტრაშე», «The Kitchen» სასტუმრო რუმსი თბილისში, «ფილინი» სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, «ლე კაბერნე», «პურ პური»), ხოლო ერთიც - ბათუმში («ვერონიკა» სასტუმრო შერატონ ბათუმში). მაგიდების დაჯავშნა დღეიდანვეა შესაძლებელი.
JPEG
უფრო მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ საფრანგეთის საელჩოს (http://www.ambafrance-ge.org/La-soiree-Gout-de-France-Good-France-du-21-mars-approche) ან « Goût de France / Good France »-ის ოფიციალურ გვერდს (http://us.france.fr/en/goodfrance2017)

საკონტაქტო პირი: მატილდ კომე (საფრანგეთის საელჩო)
mathilde.comet@diplomatie.gouv.fr / 272 1359
JPEG

publie le 14/03/2017

hautdepage