გრძელვადიანი ვიზები : დოსიეს შედგენა

განმარტება

გრძელვადიანი ვიზები გამიზნულია პიროვნებებისათვის, რომლებსაც სურთ განახორციელონ ერთბაშად 90 დღეზე ხანგრძლივი ვიზიტი საფრანგეთში. ამ ვიზების გაცემის ძირითადი მოტივი სწავლა, მუშაობა და ოჯახური გამთლიანებაა.

ამ ტიპის ვიზის გაცემა მოითხოვს საფრანგეთში ჩასვლისთანავე საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისში დარეგისტრირებას ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ბინადრობის მოწმობის გასაცემად კომპეტენტურ პრეფექტურაში.

ძირითადი ინფორმაცია სავიზო განაცხადების გაკეთების შესახებ

შეხვედრის დანიშვნა განაცხადის გაკეთების მიზნით :

გრძელვადიან ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად შეხვედრას ნიშნავს ქოლცენტრი ნომერზე 0 900 00 70 33. დარეკვა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9.00 – 18.00 სთ-მდე საქართველოს ყველა ტიპის ტელეფონიდან და ერთი სატელეფონო ზარის ღირებულება შეადგენს 3 ლარს. ოპერატორი დანიშნავს შეხვედრას საფრანგეთის საკონსულოში მას შემდეგ რაც ზეპირად გადაამოწმებს საჭირო საბუთების არსებობას და რომ ვიზიტის განხორციელება გამიზნულია მხოლოდ საფრანგეთში.

თუ მოქალაქე არ გამოცხადდება საკონსულოში, დანიშნული შეხვედრა გაუქმდება და მას კვლავ შეუძლია შეხვედრის დანიშვნა ქოლცენტრში დარეკვით.

დამადასტურებელი საბუთები

წარსადგენი საბუთების გადამოწმებისა და შეხვედრის დანიშვნის შემდეგ, აპლიკანტები პირადად უნდა გამოცხადდნენ სავიზო სამსახურში მათი მოგზაურობის შესაბამისი დოკუმენტაციით, რომელიც მოცემულია საჭირო საბუთების ჩამონათვალში. საბუთები წარდგენილი უნდა იყოს ორმაგ ეგზემპლარად : ორიგინალი და ქსეროასლი. ორიგინალები მოქალაქეებს უკან დაუბრუნდებათ.

როგორიც არ უნდა იყოს მოგზაურობის მოტივი, საფრანგეთიდან გამოგზავნილი დოკუმენტები (საქმიანი მოწვევა, კერძო ან ოჯახური მოწვევა, სასტუმროს ჯავშანი და ა.შ.) არ მიიღება არც ფაქსით და არც ელექტრონული ფოსტით საკონსულო განყოფილებაში, არამედ ეს დოკუმენტები მიღებული უნდა იყოს პირადად მოქალაქეების მიერ, იქნება ეს განაცხადის შემოტანამდე თუ შემოტანის შემდეგ.

ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით მიიღება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ დოსიეს განხილვის შემდეგ მოთხოვნილი დამატებითი საბუთები.

ანონიმური წერილები და საბუთები, რომელთა ავტორის იდენტიფიცირება შეუძლებელია, არ განიხილება.

ვიზაზე განაცხადის მსურველებს მოეთხოვებათ ყურადღება გაამახვილონ დოსიეს შედგენისას. რომელიმე საბუთის არქონა დააგვიანებს მოთხოვნის განხილვას. არასრული დოსიე უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება გახდეს. დამატებითი დოკუმენტის წარდგენაზე უარის თქმამაც შესაძლოა ვიზაზე უარი გამოიწვიოს.

სავიზო განაცხადის შედგენისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციისათვის უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, იხილოთ საფრანგეთის საელჩოს ინტერნეტ გვერდი www;ambafrance-ge.org, სადაც მოცემულია საჭირო ინფორმაცია ან მობრძანდეთ საკონსულოში ხუთშაბათს 14 დან 16 საათის მონაკვეთში, წინასწარი შეხვედრის დანიშვნის გარეშე.

გრძელვადიანი ვიზის ანკეტები და საბუთების ნუსხა შეგიძლიათ მოიპოვოთ საელჩოს ინტერნეტ გვერდზე www.ambafrance-ge.org.

საბუთების შესწავლის გადასახადი

საკონსულოში დოსიეს დარეგისტრირება მოხდება საბუთების შესწავლის გადასახადის გადახდის შემდეგ ლარებში რაც, ყველა გრძელვადიანი ვიზის შემთხვევაში, შეესაბამება 99 ევროს კანცელარიის გაცვლითი კურსის მიხედვით.

საბუთების შესწავლის გადასახადის გადახდა არავითარ შემთხვევაში ვიზის გაცემის უფლებას არ იძლევა, არამედ მხოლოდ მოთხოვნის განხილვის ხარჯებს ფარავს. უარის შემთხვევაში, საბუთების შესასწავლად გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.

საკონსულო სამსახურს 2 თვე აქვს განკარგულებაში გრძელვადიანი ვიზის მოთხოვნის შესასწავლად. თუმცა, გრძელვადიანი დოსიეს განხილვის ვადა ძირითადად მერყეობს ერთიდან სამ კვირამდე.

გრძელვადიანი ვიზა-ბინადრობის ნებართვის დახასიათება

2009 წლის 27 აპრილის N° 2009-477 დეკრეტმა 3 თვეზე მეტი პერიოდის ვიზებთან დაკავშირებით დააწესა ახალი დებულებები, რომლებიც ძალაში შევიდა 2009 წლის 1 ივნისს.

ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები 91 დღეზე ხანგრძლივი ვიზის მოთხოვნისას საფრანგეთის საელჩოში იღებენ გრძელვადიან ვიზას (VLშ-თშ), რომელიც ბინადრობის ნებართვის ტოლფასია:

- საფრანგეთის მოქალაქის უცხოელი მეუღლე, რომელმაც საფრანგეთში უნდა იცხოვროს,
- სტუდენტები
- დაქირავებული და დროებითი მშრომელი,
- უცხოელი სტუმრები,
- უცხოელი მოქალაქის მეუღლე, გარდა ლტოლვილის სტატუსის მქონე მეუღლისა,
- მეცნიერ-თანამშრომელი,
- სტაჟიორი.

ვიზა VLS-TS საშუალებას გაძლევთ :

- თავისუფლად იმოძრაოთ შენგენის ზონაში, ზღვის იქითა დეპარტამენტებში დას ენ-პიერსა და მიქელონში (აღნიშნული დებულებები არ ვრცელდება ახალ კალედონიაზე, ფრანგულ პოლინეზიაზე, ვალის და ფუტუნასა და მაიოტზე).
- გიწევთ ბინადრობის ბარათის მაგოვრობას (ვინაიდან ბინადრობა ნებადართულია ვიზის მოქმედების მთელ პერიოდში).

პროცედურა 2009 წლის 1 ივნისიდან

ვიზაზე VLS-TS პირველი მოთხოვნის შეტანა ხდება თბილისში, საფრანგეთის საელჩოში. ვიზის ამ კატეგორიის (ვიზიტი 91 დღიდან) ყველა მთხოვნელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტი: საიმიგრაციო ოფისის OFII (საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისი) ანკეტის ორიგინალი, რომლის ზედა ნაწილსაც ვიზაზე მოთხოვნის შეტანისას შეავსებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში საკონსულოს პასუხისმგებელი პირი ანკეტას დაამოწმებს, ბეჭედს დაუსვამს და ვიზის მთხოვნელს დაუბრუნებს.

საფრანგეთში

იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისი საფრანგეთში ჩასული უცხოელებისათვის მთავარი საკონტაქტო დაწესებულებაა. ვიზა VLS-TS-ის მფლობელებმა საგულდაგულოდ უნდა შეინახონ ამ ოფისის მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც კონტროლის შემთხვევაში საფრანგეთის ტერიტორიაზე მათი ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელია. ვიზა VLS-TS-ის მფლობელმა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში საფრანგეთის საელჩოს მიერ დამოწმებული იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისის ანკეტა « შეკვეთილი წერილით და ჩაბარების ხელწერილის მოთხოვნით » უნდა გაუგზავნოს შესაბამის კომპეტენტურ ტერიტორიულ ოფისს (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით).
შემდგომში ის მიიღებს იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისის მოწვევას, რათა იქ დაარეგისტრიროს თავისი კოორდინატები, გადაიხადოს აუცილებელი გადასახადი ბინადრობის უფლებისათვის და, ზოგიერთ შემთხვევაში, გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

ვიზა-ბინადრობის ნებართვის გაგრძელება

გრძელვადიანი ვიზა-ბინადრობის ნებართვის უნდა გაგრძელდეს საფრანგეთში. ვიზაVLS-TS-ის მფლობელმა ვიზის ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე უნდა დანიშნოს შეხვედრა შესაბამისი ტერიტორიული პრეფექტურის უცხოელთა სამსახურში, რათა იქ შეიტანოს ბინადრობის ნებართვის გაგრძელების მოთხოვნა.


საბუთების ნუსხა გრძელვადიანი ვიზებისთვის აპლიკანტის სიტუაციის შესაბამისად

Word - 144 ko
Au pair პროგრამა
ახალგაზრდები 18 დან 30 წლამდე
Word - 154.5 ko
საფრანგეთის მოქალაქის მეუღლის არასრულწლოვანი შვილი
Word - 135.5 ko
საფრანგეთის მოქალაქის მეუღლე
Word - 150 ko
სტუდენტი
BMP - 348.1 ko
არასრულწლოვანი მოსწავლე
Word - 135.5 ko
დაქირავებული მუშაკი
Word - 148.5 ko
საფრანგეთის მოქალაქის ან მისი უცხოელი მეუღლის მშობელი
Word - 136.5 ko
არასრულწლოვანი სტუმარი
Word - 139.5 ko
სტაჟიორი
Word - 142 ko
საცხოვრებლად გასამგზავრებელი ვიზა ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური სივრცის ან შვეიცარიის მოქალაქის ოჯახის წევრისთვის
PDF - 33.4 ko
ანკეტა ფრანგულ ენაზე
PDF - 255.1 ko
ანკეტა ინგლისურ ენაზე
PDF - 31.2 ko
OFII - ის ანკეტა ფრანგულ ენაზე
PDF - 35.2 ko
OFII - ის ანკეტა ინგლისურ ენაზე

თაღლითობა, ყალბი დოკუმენტები, თვითმარქვია შუამავლები:

თაღლითობისა და გაყალბების მრავალი შემთხვევის გამო, ვიზაზე განაცხადის მსურველებს მოვუწოდებთ ყურადღება გაამახვილონ შემდეგ პუნქტებზე:
- საფრანგეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებას არ ჰყავს ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი და საბუთების შესწავლის მომსახურების თანხის გარდა არ იღებს სხვა ანაზღაურებას. კერძო შუამავლების შემოთავაზებებს ნუ გამოეხმაურებით. მათ არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ საკონსულოს გადაწყვეტილებებზე, თქვენ კი შესაძლოა მოხვდეთ შავ სიაში.
- ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია ან გაყალბებული საბუთის წარდგენა იწვევს ვიზაზე უარს და განმცხადებლის შავ სიაში შეტანას.
- თაღლითობის შემთხვევაში, შესაძლებელია მომწვევებისა და პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და შედეგად მათი შავ სიაში შეყვანა.

საკონსულოს სამუშაო საათებია
ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 9-დან 18 საათამდე
პარასკევობით 9-დან 16 სთ 30 წ-მდე
შესვენება 13 დან 14 საათამდე

განსაკუთრებული შემთხვევები შეგიძლიათ გვაცნობოთ ფაქსით (995 32) 272 13 55 ან ელექტრონული ფოსტით www.contact.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr
საგარაო საქმეთა სამინისტროს საიტის ნახვა

ადგილმდებარეობის გეგმა:

არასრულწლოვანი მოსწავლე

publie le 20/11/2014

hautdepage