კავკასიის ფრანგული სკოლა

კავკასიის ფრანგული სკოლა დაარსდა 2006 წელს. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კავკასიის ფრანგული სკოლა არის კერძო სასწავლო დაწესებულება და სრულად აღიარებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ.
ჭავჭავაძის გამზირი 76ბ, თბილისი 0162
(00 995 32) 2 29 47 72
www.efc.edu.ge
PNG
JPEG

სკოლა 4 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა ფრანგული კულტურის ცენტრში, ხოლო 2010 წლიდან გადავიდა ახალ შენობაში, ვაკეში, საცხოვრებელ და საუნივერსიტეტო უბანში, პარკის მიმდებარედ. სკოლა იღებს 3-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს.

2013 წლის სექტემბრიდან დაწესებულება აღიარებულია საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტოს (AEFE) მიერ. სკოლა მიეკუთვნება განვითარებულ საგანმანათლებლო ქსელს, რომელშიც 390 000-ზე მეტი ფრანგი და უცხოელი მოსწავლე 138 ქვეყნის 566 დაწესებულებაში სწავლობს.

2020 წლის სექტემბრიდან, კავკასიის ფრანგული სკოლა სრულად არის აღიარებული საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ საბავშვო ბაღიდან მე-12 კლასის ჩათვლით. 2021 წელს, ის გახდა კოლეჯისა და სრული განათლების საატესტატო გამოცდების ცენტრი.

დაწესებულების აღიარება საზღვარგარეთ ფრანგული პროგრამებით სწავლის საშუალებას იძლევა, საფრანგეთის საგანმანათლებლო სისტემის ღირებულებებისა და მოთხოვნების დაცვითა და იმავე პირობებით, როგორც საფრანგეთში. როგორც საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტოს (AEFE) სხვა დაწესებულებები, კავკავიის ფრანგული სკოლა იღებს ფრანგ და უცხოელ მოსწავლეებს. ფრანგული ენის, ისევე როგორც მინიმუმ ორი უცხო ენის ფლობა, მულტიკულტურული მიდგომით, ჩვენი მოსწავლეების მსოფლიოზე გახსნას უწყობს ხელს. კავკასიის ფრანგული სკოლა, რომელიც არის საქართველოსთან, როგორც მასპინძელ ქვეყანასთან ურთიერთობის ადგილი და რომლის ენასა და კულტურას ყველა მოქალაქეობის მქონე მოსწავლე ეუფლება სხვადასხვა დონეზე, სრულად არის ინტეგრირებული აღიარებული დაწესებულებების ქსელში, რომლის საქმიანობაც ხელს უწყობს საფრანგეთის პრესტიჟს უცხოეთში.

2023-2024 სასწავლო წელი

საბავშვო ბაღიდან მე-12 კლასის ჩათვლით ირიცხება თითქმის 500 მოსწავლე (32% - საქართველოს მოქალაქე, 30% - საფრანგეთის მოქალაქე, ხოლო 38% - სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე). მოსწავლეთა რაოდენობა მზარდია. უფრო ზუსტად, 2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან სკოლაში 120 მოსწავლით მეტი ირიცხება. კავკასიის ფრანგული სკოლა უდავოდ მიმზიდველი საერთაშორისო სკოლაა. პერსონალის რაოდენობა, ყველა კატეგორიის გათვალისწინებით, განსაკუთრებულია: დაახლოებით 100 თანამშრომელი.

სკოლის მოსწავლეების მიერ გამოცდებზე მიღწეული წარმატება შესანიშავია: 96,5% კოლეჯის დამამთავრებელ გამოცდებზე, ხოლო 100% - სკოლის დამამთავრებელ (ბაკალავრიატის) გამოცდებზე. ეს ორი გამოცდა ბევრი "კარგი" და "ძალიან კარგი" შეფასებით გამოირჩევა. სკოლის დამამთავრებელ გამოცდაზე, ჟიურის განსაკუთრებული შეფასებაც დაიმსახურა ორმა მოსწავლემ. და ბოლოს, სკოლას ყავს 2023 წლის Excellence-Major სტიპენდიის ორი გამარჯვებული. საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, ზოგიერთი მათგანი უმაღლესი მიზნისკენ ისწრაფვის, როგორიცაა CPGE (მოსამზადებელი კლასები უმაღლეს სკოლებში შესასვლელად). პარიზის Lycée Henri IV ან Saint-Louis ლიცეუმების მსგავსად.

სკოლაში სწავლა მიმდინარეობს საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული პროგრამების შესაბამისად. დასახული მიზნების მისაღწევად არაფრანგულენოვანი მოსწავლეების ინტეგრაციისთვის, სკოლა სთავაზობს ფრანგულის როგორც უცხო ენის გაკვეთილებს საბავშვო ბაღის საშუალო ჯგუფიდან.

ქართველ მოსწავლეებს ქართული ენის გაკვეთილები უტარდებათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღიარებული პროგრამების შესაბამისად. სკოლამ ძალიან დადებითი შეფასება მიიღო საქართველოს სამინისტროს ახალი ავტორიზაციისას. კომისიის დადასტურებისას მაგალითისთვის მისი სწავლება და ორგანიზაცია მოჰყავდათ. ინგლისური ენა ისწავლება ბაღის საფეხურის ბოლო ჯგუფში, ხოლო შემდეგ პირველი კლასიდან, მცირე ჯგუფებად არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე.
ყოველ კვირას გაკვეთილების შემდეგ, სკოლა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სთავაზობს დახმარებას საშინაო დავალების შესასრულებლად. სკოლა ფაკულტატიურ აქტივობებს სთავაზობს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს. ხოლო, კლასგარეშე კლუბები სკოლის ყველა მოსწავლისთვის არის განკუთვნილი.

PDF - 6.1 Mo
Pourquoi choisir l’enseignement français pour son enfant?/Experience the French education system - Brochure fr/eng
(PDF - 6.1 Mo)

დირექტორი : კამელ იასილი
kamel.yassili@efc.edu.ge

დირექციის ასისტენტი : ელენ სპრინგერი
+995 322 29 47 72
secretariat@efc.ge

კამელ იასილი
კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი
ჭავჭავაძის გამზირი 76ბ, თბილისი 0162, საქართველო
ტელ: +995 322 29 47 72
https://efc.edu.ge
Facebook: École Française du Caucase - EFC
Instagram: ecolefrancaiseducaucase

გამოქვეყნებულია 24/01/2024

გვერდის დასაწყისი